თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი არც ისე მარტივად ყოფილა, რადგან ჯავახიშვილმა არცი ნამდვილად დატოვა. ამის შესახებ ვრცელი სტატუსი ერთი საათის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"იმედი"... არხი რომელიც მიყვარს და მგონია, რომ რაღაცნაირად სულით
დღემდე ვამბობ რომ იმედელი ვარ! მიყვარს ძველი იმედი(2003-2007), ყველაზე მაგარი გუნდი რაც კი ტელესივრცეში ყოფილა... და დავბრუნდი იმედში დიდი იმედებით. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩემი და არხის გზები გაიყარა.
მინდა, ახლანდელი იმედის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა და სიყვარულში გამოვუტყდე.. მადლობა ქრონიკის გუნდს სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის! მიყვარხართ ბავშვებო! ძალიან გული მწყდება... მაგრამ თქვენი ვარ და ვიქნები სულით და გულით! გეფერებით თითოეულს! განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს.
თქვენ ჩემო ძვირფასებო, ადამიანებო, რომლებმაც იმდენი სითბო მომეცით, რომ ამ სითბოს ვატარებ გულში ახლაც... ერთმანეთს ახალ არხზე შევხვდებით, რომელიც ჯერ ფეხს იდგამს და ვიმედოვნებ რომ ვიმეგობრებთ! მეამაყება ჩემი "იმედი"...
ძველი იმედი და ახლანდელი! მეამაყება და მენატრება მაყურებელი, რომელსაც ბოდიშს ვუხდი... ბოდიში თუ ოდესმე გაწყენინეთ რამით ან იმედი გაგიცრუეთ! მიყვარხართ და მენატრებით! თქვენი ლევან ჯავახიშვილი" - წერს ლევანი.
იხილეთ ასევე
სალომე დადიანი




















