20 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილი მამის – ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააბრაზა

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი

''X ფაქტორის'' მონაწილე სალომე ტეტიაშვილი, სულ უფრო ხშირად ხვდება პრესისა და ინტერნეტსაიტების გვერდებზე. მართალია, გოგონა პოპულარული ''იუთუბზე'' გამოქვეყნებული ოჯახური ვიდეოთი გახდა, სადაც სალომე მეგობრებთან ერთად მღერის, თუმცა მის პოპულარობას ხელი პირადმა ისტორიამაც შეუწყო.

სალომე დედამ გაზარდა და მამა პირველად ოთხი წლის ასაკში ნახა, ისიც მცირე ხნით. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ ცნობილია, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავს და სალომეს ცხოვრებაში არც მისი პოპულარობის შემდეგ
გამოჩენილა.

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის მამა საგარეჯოში ცხოვრობს და მისი სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილია. ამ ამბის გაგებისას ყველას, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა.

ჩვენი ინფორმაციით, სალომე მამის სახელისა და გვარის მედიაში გამოქვეყნებამ ძალიან გააბრაზა. ჩვენთან საუბარში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მაინც გვითხრა, რომ ვერ ხვდება, რატომ ერევიან ასე აქტიურად მის პირად ცხოვრებაში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
მარი
სალომე უდაოდ კარგი შვილი ხარ,სულ შენს გვერდით ვიყავი,...მაგრამ გული არ გაიტეხო შენ უდიდესი წარმატებები გელის. პოპულარობის რისხვას ღირსეულად და ძლიერდ შეხვდი..შენ ეს შეგიძლია. მიყვარხარ წარმატებებიიიიიიიიიიიიი
08:52 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სდრ
გვარი გადაიკეთე გოგო, ასეთი გვარით გინდა ესტრადაზე დგომა?
17:35 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
nen
სალომე,ბევრი და უცნაური ჭორი პოპულარობის ნიშანია, ეს ეროვნული შეფასებაა, ქართული.....სამწუხაროა, მაგრამ ასეა....რას იზამ....ყოჩაღი გოგო ხარ,წარმატებებს გისურვებ...
10:34 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა დარასელია
სალომე შენ ხარ უიშვიათესი ხმის პატრონი რაც არ უნდა მოხდეს შენ,შენი სათქმელი თქვი. გულწრფელი,ძლიერი და უნიჭიერესი ხარ.ნებისმიერმა ქართველმა უნდა იამაყოს შენით.წარმატებებს გისურვებ.შენი გულშემატკივარი
19:16 / 03-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
გოგა მართალს ვეთანხმები უდაოდ ეს უნდა დამეწწერა მეეც გაიხარე შვილო
08:35 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS