20 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილი მამის – ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააბრაზა

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი

''X ფაქტორის'' მონაწილე სალომე ტეტიაშვილი, სულ უფრო ხშირად ხვდება პრესისა და ინტერნეტსაიტების გვერდებზე. მართალია, გოგონა პოპულარული ''იუთუბზე'' გამოქვეყნებული ოჯახური ვიდეოთი გახდა, სადაც სალომე მეგობრებთან ერთად მღერის, თუმცა მის პოპულარობას ხელი პირადმა ისტორიამაც შეუწყო.

სალომე დედამ გაზარდა და მამა პირველად ოთხი წლის ასაკში ნახა, ისიც მცირე ხნით. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ ცნობილია, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავს და სალომეს ცხოვრებაში არც მისი პოპულარობის შემდეგ
გამოჩენილა.

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის მამა საგარეჯოში ცხოვრობს და მისი სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილია. ამ ამბის გაგებისას ყველას, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა.

ჩვენი ინფორმაციით, სალომე მამის სახელისა და გვარის მედიაში გამოქვეყნებამ ძალიან გააბრაზა. ჩვენთან საუბარში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მაინც გვითხრა, რომ ვერ ხვდება, რატომ ერევიან ასე აქტიურად მის პირად ცხოვრებაში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
მარი
სალომე უდაოდ კარგი შვილი ხარ,სულ შენს გვერდით ვიყავი,...მაგრამ გული არ გაიტეხო შენ უდიდესი წარმატებები გელის. პოპულარობის რისხვას ღირსეულად და ძლიერდ შეხვდი..შენ ეს შეგიძლია. მიყვარხარ წარმატებებიიიიიიიიიიიიი
08:52 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სდრ
გვარი გადაიკეთე გოგო, ასეთი გვარით გინდა ესტრადაზე დგომა?
17:35 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
nen
სალომე,ბევრი და უცნაური ჭორი პოპულარობის ნიშანია, ეს ეროვნული შეფასებაა, ქართული.....სამწუხაროა, მაგრამ ასეა....რას იზამ....ყოჩაღი გოგო ხარ,წარმატებებს გისურვებ...
10:34 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა დარასელია
სალომე შენ ხარ უიშვიათესი ხმის პატრონი რაც არ უნდა მოხდეს შენ,შენი სათქმელი თქვი. გულწრფელი,ძლიერი და უნიჭიერესი ხარ.ნებისმიერმა ქართველმა უნდა იამაყოს შენით.წარმატებებს გისურვებ.შენი გულშემატკივარი
19:16 / 03-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
გოგა მართალს ვეთანხმები უდაოდ ეს უნდა დამეწწერა მეეც გაიხარე შვილო
08:35 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
შენით მოხიბლული
სალომე! შენით უნდა ამაყობდეს საქართველო!შენ აღმოჩენა ხარ!შენშია შვილო მთელი საქართველოს სილამაზე,სილაღე,სიამაყე,შეუპოვრობა და დიდი სიყვარული!გაიხარე და იხაროს შენმა დედამ!
18:49 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ედი
როგორც კი მიაღწევს დიდებას გაბოროტდება, ასეთი ადამიანები ყოველთვის ბოროტდებიან, რადგან ბავშვობის გაჭირვება და იმედით ცხოვრება ამით მთავრდება
10:36 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გოგა მართალი
საქართველოში თითქმის არ არსებობს ადამიანი ვინც ე.წ. დაბალი წრიდანაა გამოსული და რამე სერიოზულს მიაღწია. აბა დამისახელეთ ერთი ფეხბურთელი ვისი მამაც ნძშებებლობაზე მუშაობდა მუშად,ერთი ტელეჟურნალისტი ვისი დედაც ძიძა იყო როდესმე,ერთი მსახიობი ვისი მამაც სოფელში მიწას თოხნიდა,ერთი მომღერალი ვისი დედაც დამლაგებელი იყო. სალომეა ის უიშვიათესი გამონაკლისი და მიტომ შეიყვარა ხალხმა. თუმცა მაინც ეჭვი მეპარება რამეს კიდევ მიაღწიოს(ნეტავ ვცდებოდე) უთუოდ ჩაყლაპავენ ნაბოზარი ნინას მსგავსი და ქმრის ფულებით გაბლატავებული ჩხეიძის მსგავსი "დივები"
10:44 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
სალომე, ძალიან კარგი გოგო ხარ, მშვენივრად მღერი, წარმატებები მომავალში....ძალიან მეწყინა შენი X ფაქტორიდან გავარდნა......
19:25 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
სალომე ძალიან კარგი გოგო ხარ, ყველაფერი ჟიურის ბრალია შენ რომ X ფაქტორი დატოვე....... ხალხის დიდი მხარდაჭერა გაქვს, წარმატებები
19:21 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS