03 ივნისი, 2014
რატომ დასჭირდა ია სუხიტაშვილს ''X ფაქტორის'' კულისებში სასწრაფო დახმარება - ''როგორც ჩანს, რაღაცაზე ინერვიულა''...
მას მერე რაც გიორგი ბერიძე გავარდა, მაყურებელმა აგრესია მიშო ელიავაზე გადაიტანა. გუშინ ''X ფაქტორის'' ლაივკონცერტს ვესრებოდი. აკრედიტებულ ჟურნალისტებს კულისში ყოფნის უფლება გვაქვს და შესაბამამისად ბევრ ისეთ რამეს ვხედავთ და ვიგებთ, რაც მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კულისებში ვნახე ატირებული ანა, რომელმაც აკესთან ერთად ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა იმღერა სცენაზე. არადა უკვე გარკვეული იყო, რომ ამ ჯგუფის გამო სოფო ტოროშელიძემ ბოიბენდი დათმო.

- ანა, რატომ ტირი?
- ისე, ემოციისგან, სიხარულისგან.
აკე:
- ასეა ეს სულ, სცენაზე რომ დავდექით,
სანამ სიმღერას დავიწყებდით, გავხედე და სლუკუნებდა (იცინის). მგონი ტირილს იწყებდა.

ამასობაში პროექტის ერთ-ერთი გმირი თორნიკე ყიფიანი - ყიფო გამოვიდა სცენაზე, მის სიმღერას პროექტის წამყვანის ია სუხიტაშვილის ცუდად გახდომა დაემთხვა. იასთვის პროექტის მესვეურებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

გეგა მარტო გავიდა სცენაზე თორნიკესთან და უთხრა, ისე იმღერე, ია კულისებში მისვენებულიაო. მაყურებელს ეს ალბათ ხუმრობა ეგონა, მაგრამ. ამ დროს იას უკვე სასწრაფო დახმარების ექიმები წნევას უსინჯავდნენ.

წნევა დაუვარდა, პულსიც არ ჰქონდა ნორმაში, როგორც ჩანს, რაღაცაზე ინერვიულა -ამბოდნენ ექიმები. სანამ იას ექიმები დასტრიალებდნენ თავს, გეგას რამდენჯერმე მოუწია მარტოს სცენაზე გამოსვლამ. მორიგი სარეკლამო ჭრის შემდეგ ია ხელით გამოიყვანა გეგამ სცენაზე და იამაც ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ მაყურებელს მისი ავად გახდომა არ შეემჩნია.

ამასობაში კიდევ ერთი კონკურსანტი, მიშო ელიავა გამოვიდა სცენაზე. მისი გამოსვლის შემდეგ გაბუნიამ მაყურებელს მიმართა, - მას მერე რაც გიორგი ბერიძე გავარდა, მაყურებელმა აგრესია მიშო ელიავაზე გადაიტანა.

''მიშო არაფერ შუაშია, გამლანძღეთ მე, მაგინეთ, სულ ფეხებს შუა მკიდია, ოღონდ კონკურსანტებს ნურაფერს ერჩით, მათი ბრალი არ არის, რომ პროექტში რჩებიან, მათ ყველაზე მეტად განიცადეს გიორგი ბერიძის გავარდნაო'' - არ ვიცი ამოიღებდა თუ არა გაბუნიას ამ ფრაზას გადაცემიდან ''რუსთავი 2'', რომ არ ყოფილიყო ღია ეთერი, მაგრამ გიორგის კრიტიკოსები კიდევ უფრო რომ მომრავლდებიან ამის მერე, ეს აშკარაა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნია
მეც მაგრად მომეწონა ელიავა
00:52 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
111
Pარიკმახერ საქმე გამოგელია? Fუ რ
09:44 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
პარიკმახერ
ეს მელოტი სუხიტაშვილი.ქალო წინ თმა გადაინერგე რა..
07:10 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
გაბუნია ნიჭიერი და განათლებული პიროვნების შთაბეჭდილებას სტოვებს,მაგრამ ემსახურება ტყუილს, არაკაცებს, ნაცებს და მსგავს ნაგავს. რა არის გასაკვირი როდესაც მისას ტელევიზია ტყუის და იტყუება. სამწუხაროთ ეს კაცი ემსახურება არამარტალ საქმეს, ძალიან მწყინს. გიორგი მე შენი გადაბირების ოპერაციას კი არ ვაწარმოებ, არამედ ვხედავ რიმ გაქვს წინ წასვლის პერსპექტივა მაგრამ, "სივრცული ანალიზი" რა არის,არ გაგეგება. პატარა ტყუილების სკივრია ეგ "რუსტავი 2"
17:27 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
გაბუნიას კარგი გემოვნება ჰქინია, მისჰო ელიავას მსგავსი ხმა Xფაქტორსჰი კი არა, ქარტულ ესტრადაზეც არ არის, დანარჩენები ყველა ერთი ფაქტურისაა...:)
16:28 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS