- ანა, რატომ ტირი?
- ისე, ემოციისგან, სიხარულისგან.
აკე:
- ასეა ეს სულ, სცენაზე რომ დავდექით,
ამასობაში პროექტის ერთ-ერთი გმირი თორნიკე ყიფიანი - ყიფო გამოვიდა სცენაზე, მის სიმღერას პროექტის წამყვანის ია სუხიტაშვილის ცუდად გახდომა დაემთხვა. იასთვის პროექტის მესვეურებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
გეგა მარტო გავიდა სცენაზე თორნიკესთან და უთხრა, ისე იმღერე, ია კულისებში მისვენებულიაო. მაყურებელს ეს ალბათ ხუმრობა ეგონა, მაგრამ. ამ დროს იას უკვე სასწრაფო დახმარების ექიმები წნევას უსინჯავდნენ.
წნევა დაუვარდა, პულსიც არ ჰქონდა ნორმაში, როგორც ჩანს, რაღაცაზე ინერვიულა -ამბოდნენ ექიმები. სანამ იას ექიმები დასტრიალებდნენ თავს, გეგას რამდენჯერმე მოუწია მარტოს სცენაზე გამოსვლამ. მორიგი სარეკლამო ჭრის შემდეგ ია ხელით გამოიყვანა გეგამ სცენაზე და იამაც ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ მაყურებელს მისი ავად გახდომა არ შეემჩნია.
ამასობაში კიდევ ერთი კონკურსანტი, მიშო ელიავა გამოვიდა სცენაზე. მისი გამოსვლის შემდეგ გაბუნიამ მაყურებელს მიმართა, - მას მერე რაც გიორგი ბერიძე გავარდა, მაყურებელმა აგრესია მიშო ელიავაზე გადაიტანა.
''მიშო არაფერ შუაშია, გამლანძღეთ მე, მაგინეთ, სულ ფეხებს შუა მკიდია, ოღონდ კონკურსანტებს ნურაფერს ერჩით, მათი ბრალი არ არის, რომ პროექტში რჩებიან, მათ ყველაზე მეტად განიცადეს გიორგი ბერიძის გავარდნაო'' - არ ვიცი ამოიღებდა თუ არა გაბუნიას ამ ფრაზას გადაცემიდან ''რუსთავი 2'', რომ არ ყოფილიყო ღია ეთერი, მაგრამ გიორგის კრიტიკოსები კიდევ უფრო რომ მომრავლდებიან ამის მერე, ეს აშკარაა.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















