შერმაზანაშვილმა გაბუნიას წინააღმდეგ მორიგი სტატუსი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გამოაქვეყნა.
''აბა, ამის მერე რაღა დავწერო, რა დავუშავე ''რუსთავი 2''-ს არ ვიცი. თან მინდა, რომ მადლობა გადავუხადო იმისთვის
რა სიმახინჯეა! ან ის ერთი გოგო რომ დააფიქსირეს, არ დაეზარათ პოვნა, ''უუს'', რომ აკეთებდა. ეგ საერთოდ რა კადრი იყო, ამიხსენით, რა ხდება ხალხო, ამ საქართველოში მართლა ასე ცუდად გვაქვს საქმე? კარგი, არ დამსვი სკამზე, ნუ დამსვი, ნორმალურად მაინც გამიშვი, თუ არც გჭირდები იმ ოთხეულში! ადამიანი არ ხარ, შე არასწორო?!
რა მითხრა ტიპმა, ასეთი რამ ცხოვრებაში არავის უთქვამს ჩემთვის. ეს ვინაა, მისნაირის გინებაც არ შეიძლება, რომ გამრავლდეს დედამიწას დაღუპავენ და მესამე მსოფლიო ომი დაიწყება! მადლობა ღმერთს რომ დამიფარა და გიორგი გაბუნიას ამარიდა ცხოვრებაში.
ასეთი არაადექვატური და განუკითხაობის ზენიტში მყოფი ადამიანის მნახველი არ ვარ. თორემ, პროექტია და ან დავრჩებოდი ან წამოვიდოდი, ამისთვის მზად ვიყავი...'' - წერს ნიკა სოციალურ ქსელში.
ნიკა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ''რუსთავი 2''-ის და გიორგი გაბუნიას ლანძღვას არ ერიდება. გუშინ სახალისო ფოტომონტაჟიც კი გამაოქვეყნა, წარწერით - ''გაბუნია მოვდივარ''. კომენტარისთვის გიორგის დავუკავშირდით და მენტორსა და კონკურსანტს შორის შესაძლო კონფლიქტზე ვკითხეთ.
- გიორგი, შენი ათეულის წევრზე, ნიკა შერმაზანაშვილზე მინდა გკითხო. ნაწყენი ჩანს, ეს მის ''ფეისბუქსტატუსიდან'' ირკვევა. ნორმალურად მაინც გავეშვი, სკამზეც არ დამსვაო, წერს.
- ამაზე გუშინ გავაკეთე უკვე განმარტება. ნიკა არ იქნება პირველი კონკურსანტი, რომელიც პროექტს დატოვებს და მერე ამის გამო ნაწყენი დარჩება. ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის კონკურსი, ვიღაც რჩება, ვიღაც - მიდის.
- ნიკა გაღიზიანებულია, სტატუსებს დებს შენი მისამართით, გინებაც არ შეიძლება მაგნაირის, გამრავლდებიან და მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო, წერს.
- (იცინის) ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სასაცილოა. ალბათ ჰგონია რომ უსამართლოდ მოვექეცი. სხვა კონკურსანტებიც გავუშვი ისე, რომ სკამზეც არ დამისვამს. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
- არც ისეთი, მკაცრი და ცინიკური ყოფილხარ ნიკასთან მიმართებაში, როგორი ცინიზმითაც გამოირჩევი ხოლმე რიგ კონკურსანტებთან. როგორ გგონია, რატომ წარმოიქმნა ეს კონფლიქტი?
- კონფლიქტი არ ყოფილა. პირადად ჩემთვის ნიკას საყვედური არ უთქვამს. ამ თემაზე არც გვისაუბრია.
- მაშ მხოლოდ საკუთარ ''ფეისბუქის'' გვერდზე გიწოდებს არასწორს, არაადექვატურს?
- ალბათ. გუშინაც ვნახე ნიკა. ''მაგთი კლუბში'' ერთად ვუყურეთ ყველამ ''იქს ფაქტორს'' და არაფერი უთქვამს.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















