20 მაისი, 2014
''ადამიანი არ ხარ, შე არასწორო'' - რას პასუხობს გიორგი გაბუნია განაწყენებულ კონკურსანტს
შერმაზანაშვილმა გაბუნიას წინააღმდეგ მორიგი სტატუსი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გამოაქვეყნა გუშინ, ''იქს ფაქტორის'' მორიგი ტური ვნახეთ. ამჯერად საკუთარი ოთხეული გიორგი გაბუნიამ და თამთა გოდუაძემ შეარჩიეს. გაბუნიას გუნდის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ნიკა შერმაზანაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოთქვამდა საკუთარი მენტორის მიმართ პრეტენზიას, რადგან მის რჩეულებს შორის არ აღმოჩნდა.

შერმაზანაშვილმა გაბუნიას წინააღმდეგ მორიგი სტატუსი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გამოაქვეყნა.

''აბა, ამის მერე რაღა დავწერო, რა დავუშავე ''რუსთავი 2''-ს არ ვიცი. თან მინდა, რომ მადლობა გადავუხადო იმისთვის
რისი საშუალებაც მომცეს, მაგრამ ეს მონტაჟი, ჩემი ანტიპიარი რა საჭირო იყო, რომ საკუთარ თავზე მეტად არავინ მიყვარს და რომ საკუთარ თავს ვუძღვნი სიმღერებს და საკუთარ თავს ვუმღერი.

რა სიმახინჯეა! ან ის ერთი გოგო რომ დააფიქსირეს, არ დაეზარათ პოვნა, ''უუს'', რომ აკეთებდა. ეგ საერთოდ რა კადრი იყო, ამიხსენით, რა ხდება ხალხო, ამ საქართველოში მართლა ასე ცუდად გვაქვს საქმე? კარგი, არ დამსვი სკამზე, ნუ დამსვი, ნორმალურად მაინც გამიშვი, თუ არც გჭირდები იმ ოთხეულში! ადამიანი არ ხარ, შე არასწორო?!

რა მითხრა ტიპმა, ასეთი რამ ცხოვრებაში არავის უთქვამს ჩემთვის. ეს ვინაა, მისნაირის გინებაც არ შეიძლება, რომ გამრავლდეს დედამიწას დაღუპავენ და მესამე მსოფლიო ომი დაიწყება! მადლობა ღმერთს რომ დამიფარა და გიორგი გაბუნიას ამარიდა ცხოვრებაში.

ასეთი არაადექვატური და განუკითხაობის ზენიტში მყოფი ადამიანის მნახველი არ ვარ. თორემ, პროექტია და ან დავრჩებოდი ან წამოვიდოდი, ამისთვის მზად ვიყავი...'' -  წერს ნიკა სოციალურ ქსელში.

ნიკა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ''რუსთავი 2''-ის და გიორგი გაბუნიას ლანძღვას არ ერიდება. გუშინ სახალისო ფოტომონტაჟიც კი გამაოქვეყნა, წარწერით - ''გაბუნია მოვდივარ''. კომენტარისთვის გიორგის დავუკავშირდით და მენტორსა და კონკურსანტს შორის შესაძლო კონფლიქტზე ვკითხეთ.

- გიორგი, შენი ათეულის წევრზე, ნიკა შერმაზანაშვილზე მინდა გკითხო. ნაწყენი ჩანს, ეს მის ''ფეისბუქსტატუსიდან'' ირკვევა. ნორმალურად მაინც გავეშვი, სკამზეც არ დამსვაო, წერს.
- ამაზე გუშინ გავაკეთე უკვე განმარტება. ნიკა არ იქნება პირველი კონკურსანტი, რომელიც პროექტს დატოვებს და მერე ამის გამო ნაწყენი დარჩება. ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის კონკურსი, ვიღაც რჩება, ვიღაც - მიდის.
- ნიკა გაღიზიანებულია, სტატუსებს დებს შენი მისამართით, გინებაც არ შეიძლება მაგნაირის, გამრავლდებიან და მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო, წერს.
- (იცინის) ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სასაცილოა. ალბათ ჰგონია რომ უსამართლოდ მოვექეცი. სხვა კონკურსანტებიც გავუშვი ისე, რომ სკამზეც არ დამისვამს. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
- არც ისეთი, მკაცრი და ცინიკური ყოფილხარ ნიკასთან მიმართებაში, როგორი ცინიზმითაც გამოირჩევი ხოლმე რიგ კონკურსანტებთან. როგორ გგონია, რატომ წარმოიქმნა ეს კონფლიქტი?
- კონფლიქტი არ ყოფილა. პირადად ჩემთვის ნიკას საყვედური არ უთქვამს. ამ თემაზე არც გვისაუბრია.
- მაშ მხოლოდ საკუთარ ''ფეისბუქის'' გვერდზე გიწოდებს არასწორს, არაადექვატურს?
- ალბათ. გუშინაც ვნახე ნიკა. ''მაგთი კლუბში'' ერთად ვუყურეთ ყველამ ''იქს ფაქტორს'' და არაფერი უთქვამს.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ანა
ეს ბიჭი ვინმეს მართლა გონია სიმპათიური? რას ჰგავს, ტიპიურ თUრქს გავს. თვალებში ვეღარ იყურება ერი როგორც სჩანს
21:52 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დალილა
გაბუნიასმ ზალიან დაიგრზელა მისი ბილზი ენა ;; სჰეხედოს მის მორდას ან ფაბიტუსი რას უგავს მაგ ავხორზს
21:48 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
გაბუნია ხომ ,მინდა ვიყო კაცია საერთოდ!
11:45 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
აქ რამოხდა იცით, 2 ერთმენეთზე უარესად თავზე შეყვარებული ადამიანის შეჯახება მოხდა რა იყო გასაკვირი?
11:18 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მია
ამა ისეთი რეკლამა გაუკეთა მის თავს წინასწარ ვფიქრობდი რაღაც ჯერ რომ არავის უმღერია ისე იმღერებსთქო და ამან როგორადაც იმღერა ეგრე ნებისმიერი ქართველი მღერის,ავარდნილი აქვს თავში გარეგნობა.პიარს იკეთებს ეხლა სკანდალის აგორებით..
23:22 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
NINI
ეს ტიპი თავისმა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ და ზედმეტმა ამბიციებმა დაღუპა. ნარცისია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და უდიდესი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.ან თუ რამის თქმა გინდა და ვაჟკაცი ხარ გაბუნიას პირში უთხარი აბა პირს უკან რო ლანძღავ.
22:39 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
არ უმღერია ისე რომ გადავრეულიყავით უბრალო მოკვდავნი, ახლა ასე აქვს ავარდნილი თავში და ეს რო გაიქსფაქტორებულიყო რაღა გვეშველებოდა? :))))))
17:51 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკ შერმა, დავიწყოთ ჯერ შენით სანამ სხვას განიკითხავ, ჯერ იმ კაცს რა ვუთხარი რომელსაც საკუთარი სახელი და გავრის სცხვენია:) მერე მეორე გაბუნიამდე ბევრი გიკლია, ზალიან მეცოდები საკუთარ თავზე შეყვარებული გოიმი ხარ, მართლა სიმპატიური ხომ არ გგონია შენი თავი, ეგ კუნთები ვერ გიშველის, თუ გგონია რომ გალამაზებს სამაგიეროდ როგორცკი ხმას იღებ მაშინვე სიბეცეს ამტკიცებ, კაცად მოგაქვს თავი და რა სტატუსებს წერ? ორგობის დედაკაცივით ჭორაობ.
17:51 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
გაბუნიას რა უნდა მუსიკალურ კონკურსზე?
16:46 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
ეს ბიჭი ნოდარ მელაძესავით დაამთავრებს მის კარიერას მემგონი
16:07 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS