"გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში!
ძვირად მივყიდე ჩვენ მტრებს უამრავი ქართული საიდუმლო, როგორიც არის:
1.პიესების არჩევა,
2.პიესის ჩანაფიქრის მოფიქრება
3.მხატვართან და კომპოზიტორთან მუშაობა!
რაშიც ორი ორდენი და 1 000000 რუბლი გადმომცეს
მერე ფეხსაცმელში დამალული შემდეგი ინფორმაცია გავაპარე ჩვენ მესაზღვრეებს და მებაჟეებს:
4.როლების განაწილების საიდუმლო
5.მსახიობებთან მუშაობა: სახეების შექმნა, გმირების ფსიქოლოგიის ახსნა
6.რეპეტიციებზე მსახიობების ჭირვეულობის ატანა
პუტინი აღბრთოვანდა და გასამრჯელოც მკვეთრად
ვასწავლე
7. გავანდე სპექტაკლის ქართული განათების სისტემა
8.რეკლამის შექმნა
ძალიან მოეწონა ვოვას
მერე
9. უვიცი კრიტიკოსების აბდა-უბდის გაძლება
და რაც მთავარია:
10. დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!
მოკლედ ქვეყანა გავყიდე!
დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი!
P.S.
დანარჩენი საიდუმლო, ალბათ ვინც იცის იმას მოჰკითხეთ - მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტის წევრებს, ვინც არ აირჩიეს, იმათაც, და... თავისუფლად მოსეირნე ტურისტებში მიმალულ აგენტებს!" - წერს სტურუა.