25 ივნისი, 2019
"დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!" - რობიკო სტურუას პასუხი ნინო კასრაძეს
რეჟისორი რობიკო სტურუა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და კრიტიკოსებს ამ ფორმით პასუხობს.

"გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში!
ძვირად მივყიდე ჩვენ მტრებს უამრავი ქართული საიდუმლო, როგორიც არის:
1.პიესების არჩევა,
2.პიესის ჩანაფიქრის მოფიქრება
3.მხატვართან და კომპოზიტორთან მუშაობა!
რაშიც ორი ორდენი და 1 000000 რუბლი გადმომცეს
მერე ფეხსაცმელში დამალული შემდეგი ინფორმაცია გავაპარე ჩვენ მესაზღვრეებს და მებაჟეებს:
4.როლების განაწილების საიდუმლო
5.მსახიობებთან მუშაობა: სახეების შექმნა, გმირების ფსიქოლოგიის ახსნა
6.რეპეტიციებზე მსახიობების ჭირვეულობის ატანა
პუტინი აღბრთოვანდა და გასამრჯელოც მკვეთრად
მომიმატა და:” მერე,მერეო?”
ვასწავლე
7. გავანდე სპექტაკლის ქართული განათების სისტემა
8.რეკლამის შექმნა
ძალიან მოეწონა ვოვას
მერე
9. უვიცი კრიტიკოსების აბდა-უბდის გაძლება
და რაც მთავარია:
10. დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!
მოკლედ ქვეყანა გავყიდე!
დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი!
P.S.
დანარჩენი საიდუმლო, ალბათ ვინც იცის იმას მოჰკითხეთ - მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტის წევრებს, ვინც არ აირჩიეს, იმათაც, და... თავისუფლად მოსეირნე ტურისტებში მიმალულ აგენტებს!" - წერს სტურუა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ვინცხა
ყ** რომ ხარ იმაშიც გამოტყდი
14:44 / 26-06-2019
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
ილია ჭავჭავაძეს ტყვია დაახალა ქართველმა სიმართლისათვის, ამის შემდეგ არც ამ ბუმბერაზი რეჟისორის ლანძღვა არ მიკვირს, უსმინეთ ,,მართალ,, გოცირიძეს, სააკაშვილს და ა.შ. ქვეყნის დამაქცევარებს.თქვენ ხართ ხალხი ლოგიკის გარეშე. სამწუხაროა რაც ხდება ჩემს სამშობლოში.
13:10 / 26-06-2019
გამოხმაურება / 0 /
თამო
ნინო კასრაძის ფრჩხილადაც არ ღირს ეს კაცი !
22:36 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
dato
ესეც კაცია რა !!!!
16:56 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
Status quo
ეეჰ, რობიკო, ხუმრობა-ღლიცინში გინდა გაატარო შენი ეს მიქარვა, მაგრამ არ გამოგდის, უფრო ართულებ სიტუაციას. გასაგებია, რომ სსრკს დროს კარგი რეჟისორი იყავი და შესაბამისად გცემდნენ პატივსაც. ეხლა არ არის სსრკ და შენც უნდა მოიქცე, როგორც ქართველ კაცს შეეფერება და არა როგორც მანქურთს.
16:04 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
დავით
ისედაც ვიცით რომ აგენტი ხარ.. უფრო სწორად ჩათესლილი ქართველებში
15:52 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
დდდდ
ბატონო რობერტ, აკეთეთ ის რაც კარგად გამოგდით. ასე აჯობებს.
15:38 / 25-06-2019
გამოხმაურება / 1 /
მარიამი
რა გამოსდის კარგად? ბალაგანებს მართავდა ადრე, ახლა ბალაგანიც ვეღარ დაუდგია და იკბინება შემოდგომის ბუზივით.
10:35 / 26-06-2019
ნანა
მერედა ვინ დაგაბრალათ,ბატონო რობერტ, რუსეთის აგენტობა?ან თქვენს შემოქმედებაში ვინ შეიტანა ეჭვი?ლაპარაკია მხოლოდ თქვენს, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელ ,განცხადებებზე.ასე რომ, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი პასუხი არაადეკვატურია.
13:04 / 25-06-2019
გამოხმაურება / 1 /
ბელა
მართლა ძალიან არაადეკვატური გახდა უადგილო ირონიით.
20:49 / 25-06-2019
ლიუკა
ნუ წერთ თორემ მართალი ეგონებათ
12:20 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ცინიკოსი!
11:57 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS