საზოგადოება ყოველ შაბათ-კვირას ელოდება ჩიკას და შაგუს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
ჩიკა ყვითელ პრესასთან ურთიერთობაზე გამოჩენის დღიდან უარს ამბობს. მსახიობობის პარალელურად, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელიც გახლდათ, საიდანაც მას შემდეგ წამოვიდა, როცა ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი აირჩია.
ჩიკა ერთხელ იყო დაქორწინებული, პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი ჰყავს.
მართალია, ყვითელ პრესასთან არ თანამშრომლობს,
ჩიკა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, ბოლო თვეებში ჩვენი ყურადღება მისი და ცნობილი შეფ-მზარეულის კონსტანტინე თედელურის პერსონამ მიიპყრო. ანა ჩირაძე ხშირად დებს მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
კონსტანტინე თედელურს სახალხო პოპულარობა მეგაშოუ “მასტერ-შეფმა“ მოუტანა, სადაც ის ჟიურის ყველაზე კრიტიკული წევრია.
კონსტანტინე თედელური სარესტორნო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით.
არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან "შეფის ბებიას" დამაარსებელი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ანა ჩირაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, გიორგი მარგველაშვილთან მიწვევით მუშაობდა კონსტანტინე თედელურიც, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ გრძნობები სწორედ მაშინ გაუჩნდა.
თებერვალში ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ერთად დასვენება გადაწყვიტეს და ისინი იტალიაში იმყოფებოდნენ.
„მასტერშეფი“ მსოფლიოს ყველაზე აზარტული კულინარიული შოუა, რომელიც საქართველოში პირველად წელს განხორციელდა და „პირველი არხის“ ეთერში გადის.
პროექტის ქართულ ანალოგში უცნობ ადამიანებთან ერთად, პოპულარული პერსონებიც მონაწილეობენ. მაყურებელმა ისინი სულ სხვა თვალით დაინახა. "მასტერ შეფის" პოპულარობამ თითქმის ყველანაირი ინტერნეტ-რეკორდი მოხსნა და ათ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
არიან თუ არა ანა ჩირაძე და ცნობილი შეფ-მასტერი შეყვარებულები, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, „რეიტინგი“ კონსტანტინე თედელურს დაუკავშირდა. იგი ამ თემაზე საუბრისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.