მსოფლიოს ყველაზე პოპულარული, აზარტული, გემრიელი კულინარიული შოუს მონაწილეები ერთმანეთს გემრიელი კერძების მომზადებაში შეეჯიბრებიან, თუმცა, ვინ მოხვდება ფინალში, ამას კარგი გურმანების ნაცვლად პროფესიონალი შეფ-მზარეულები შეაფასებენ.
„რეიტინგი“ დაინტერესდა, ვინ იქნებიან პროექტის ჟიურის წევრები და რა გამოცდილება აქვთ მათ თავიანთ პროფესიაში.
ჟიურიში სულ სამი წევრი იქნება და აქ ისეთ შეფ-მზარეულებს შეხვდებით, როგორებიც
ლევან კობიაშვილი
ლევანი საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია;
მან სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო კულინარიული საქმიანობა და დღეისათვის სარესტორნო სფეროში 26-წლიანი გამოცდილება აქვს!
2009 წლიდან არის ლექტორი კულინარიულ კოლეჯში "იკარუსი", 2013-2016 წლებში კი აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში ასწავლიდა ქართულ და მსოფლიო სამზარეულოს.
ლევანი წლების მანძილზე იყო საქართველოს საუკეთესო რესტორნების ბრენდ-შეფი: "მეამა", "ბარბარესთან", "ამბასადორი", "ვერე პალასი", "ქარავანი", "ტერასა" და ა.შ.
ლუკა ნაჭყებია
ლუკა სურსათის ტექნოლოგია. ის 2010 წლიდან სურსათის ინდუსტრიაშია, სარესტორნო სფეროში კი 2012 წლიდან ჩაება.
მისი კონსულტაციით 25-ზე მეტი კვების ობიექტი ამუშავდა;
2014 წლიდან დღემდე ასწავლის აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში, ასევე ატარებს ლექციებს საერთაშორისო მასშტაბით.
არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი: "მესხური ტაბლა", მეგრული ტაბლა", "ქართული გემო".
კონსტანტინე თედელური
კონსტანტინე სარესტორნო სფეროში 2005 წლიდანაა!
იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით.
არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან "შეფის ბებიას" დამაარსებელი;
2014 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვეული შეფი იყო;
2018 წელს გაიმარჯვა Gault&Millau-ს ნომინაციაში "ახალგაზრდა ტალანტი".
კონსტანტინე დღემდე აგრძელებს კულინარიულ მოღვაწეობას და ახალი გემოების ძიებას, როგორც დამოუკიდებელი შეფი.