22 იანვარი, 2019
თამარა გაჩეჩილაძე-მილანოვა დედა გახდა - ვინ ჩააკითხა ცნობილ მომღერალს ვენაში
გასული წლის სექტემბერში, ცნობილი მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე დაინიშნა. მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი - ბორისლავ მილანოვი გახლავთ.

Rating
Rating

ნიშნობიდან რამდენიმე თვეში, თამარამ საკუთარი საქმრო საქართველოში ჩამოიყვანა და წყვილმა ქრისტიანული წესების მიხედვით, მამა დავითზე დაიწერა ჯვარი.

Rating

ჯვრისწერას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.

თამარა მალე ქმრის გვარზეც გადავიდა და მილანოვა გახდა. 

Rating
მალევე ცნობილი გახდა, რომ მის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლე იყო, ის დედობისთვის ემზადებოდა და აი, ის დროც დადგა, თამარა გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი პატარა გოგონას მშობლები
გახდნენ.

Rating

გოგონა 20 იანვარს, ვენაში დაიბადა. მომღერალს მშობიარობისთვის ვენაში ჩააკითხა დედამ, თინა გაჩეჩილაძემ. იგი უმნიშვნელოვანეს წუთებში ქალიშვილის გვერდით იყო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS