- „ევროვიზიაზე“ ტყუილად არ წავსულვარ. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. იმ წელს სამ ქვეყანას წარმოადგენდა კონკურსზე, ერთ-ერთი იყო ბულგარეთი, საიდანაც ბორისლავი გახლავთ წარმოშობით.
მე და ჩემი მეუღლე თავიდან ვმეგობრობდით, ვატყობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ იმ პერიოდში ბიჭი ჩემთვის არ
მხოლოდ საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მწერა, მწერა, მაგრამ ვერაფრით რომ ვერ მომიდგა, მითხრა, შენ მაგარი მომღერალი ხარ და სიმღერა უნდა დაგიწეროო. როცა კარიერაზე მიდგა საქმე, ვუთხარი უარს ვერ გეტყვი-მეთქი. რაც მე დამიწერა, ის სიმღერა დღემდე არ მაღირსა (იცინის).
- ქორწილის გადახდას როდის გეგმავთ?
- მალე მექნება ქორწილი, ოქტომბერში გადავიხდით ვენაში. ვენაში ვცხოვრობთ ჩვენც, ბობი იქ გაიზარდა, მაგრამ რადგან პარიზი ჩემი საყვარელი ქალაქია, ხშირად ჩავდივართ იქ.
ინტერვიუში თაკომ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
- ძალიან მინდა, შვილი მყავდეს და აუცილებლად გავაჩენ. ეს კარიერაში ხელს არ შემიშლის, დედაც და ძიძაც დამეხმარება. რაც შეეხება კარიერას, შვილი ხელს არ შემიშლის. ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი მამაჩემია, რომელიც კარგად უგებს ჩემს მეუღლეს. ყოველთვის მინდოდა, მამაჩემისნაირი ქმარი მყოლოდა და მგონი, ამიხდა.