08 ნოემბერი, 2018
რატომ არ მიაქირავეს კესარიას ჩოხა: დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით...
რამდენიმე დღის წინ კესარია აბრამიძე მსოფლიოს საერთაშორისო სილამაზის კონკურსიდან დაბრუნდა. ტრანსგენდერების კონკურსზე Miss trans star international 2018-ზე ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

კესარიას გამოსვლას საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში კესარიამ განაცხადა, რომ ის კონკურსზე შიშველი ხელებით გაემგზავრა და უფრო მეტიც, მას ჩოხაც კი არ მიაქირავეს.

კესარიას ბრალდებებს, "პრაიმტაიმთან" საუბარში გამოეხმაურა "ჩოხა.ჯის" წარმომადგენელი ვინმე ნუგზარი და უარის მიზეზები განმარტა.

- ბატონო ნუგზარ, კესარია ამბობს, რომ ის დაგიკავშირდათ და თქვენ ნაციონალური სამოსი არ მიაქირავეთ.

- არ
ვიცი, ვინ დამიკავშირდა, მაგრამ ამ კონკურსისთვის კი დამირეკეს. თავი არ წარუდგენიათ.

- არ გითხრეს, რისთვის სჭირდებოდათ სამოსი?

- მთელი დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი მიკავშირდება, ყველას ტექსტს ვერ დავიმახსოვრებ. მახსოვს, რომ დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით. მე მას ვუპასუხე, რომ ამ თარიღისთვის თავისუფალი კოსტიუმები არ გვაქვს.

- ანუ, ის პასუხი, რომ არატრადიციული კონკურსისთვის ტრადიციულ სამოსს არ აქირავებთ, ტყუილია?

- ეს კესარიას ინტერპრეტაციაა. წავიკითხე ინტერვიუ, ეს მისი ვერსიაა. მე ასე არ მითქვამს. ალბათ მიხვდა, რატომაც არ ვაძლევდით და ამიტომ თქვა. სინამდვილეში მე სხვა მიზეზი ვუთხარი.

- უბრალოდ დელიკატური გინდოდათ ყოფილიყავით და ამიტომ უთხარით სხვა მიზეზი, თუ მართლა არ იყო იმ კონკრეტული თარიღისთვის თავისუფალი კოსტიუმი?


- თავს უფლებას მივცემ, ამ შეკითხვას არ ვუპასუხო. ეს ჩემი პირადი საქმეა.

წყარო: პრაიმტაიმი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS