კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა, ესპანეთიდან დაბრუნებული მოდელი ექსკლუზიურად „რეიტინგს“ ესაუბრა.
- შესანიშნავ ხუთეულში მოვხვდი, გადმომეცა პრიზები და miss trans star international vote 2018-ს ტიტული. ასევე მივიღე საინტერესო შემოთავაზებები და ეს ყველაფერი გავაკეთე ცარიელი ხელებით, თავს გამარჯვებულად ვთვლი, რადგან მე არც დაფინანსება მქონდა, არც ვიზაჟისტები მყავდა საქართველოდან წაყვანილი. ყველა
კესარია და კონკურსის გამარჯვებული მაკიაჟის გარეშე
- ხომ არ ნანობ სილამაზის კონკურსზე მონაწილეობის მიღებას?
- არ ვნანობ. ჩემთვის ეს იყო პირველი გამოსვლა სილამაზის კონკურსზე, მეტსაც გეტყვით, აქამდე მეგონა, რომ მაკიაჟის გაკეთება ვიცოდი, მაგრამ ის, რაც იქ ვნახე, საერთოდ სხვა რამე აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ იციან, რა არის „დრაქინ მეიქაფი“, სწორედ ამ საქმის ოსტატები ჰყავდათ თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი სხვა კონკურსანტებს და მაკიაჟს ფაქტიურად პლასტიკური ქირურგიის დონეზე უკეთებდნენ მონაწილეებს.
გარედან ლამაზი და მარტივი ჩანს სილამაზის კონკურსები, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი. ფაქტიურად, მხოლოდ 3 საათი მეძინა, დილის 6 საათზე ჩავდიოდით სასაუზუმოდ, მე ჩუსტებით და ხალათით ვსაუზმობდი, დანარჩენი კონკურსანტები კი უკვე მაკიაჟით და საღამოს კაბებით იყვნენ დილიდან გამოწყობილი.
კესარია აბრამიძის ტიტული
მე ამის საშუალება არ მქონდა, სტილისტიც კი არ მყავდა და ვერაფერს ვასწრებდი. გულშემატკივარიც კი არ მყავდა ჩემი ქვეყნიდან, ერთადერთი ქართველი ემიგრანტი დამხვდა ესპანეთში და მხოლოდ ის ადამიანი იყო ჩემი გულშემატკივარი დარბაზში. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის მსოფლიოს ულამაზესი გოგონების ხუთეულში მოხვედრა, დანარჩენს „პროფილში“ იხილავთ.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენი და თარჯიმანის ეპიზოდს სოციალურ ქსელში...
- ნამდვილად არ არის თარჯიმანი გოგონა გასალანძღი, გაურკვევლობა მოხდა, მას დავიწყებული აქვს ქართული. ვიცი სასაუბრო ინგლისური, მაგრამ არ მინდოდა ჩვენი პოლიტიკოსებივით დასაცინი გავმხდარიყავი და ამ ინგლისურად მესაუბრა მსოფლიო ასპარეზზე. ასევე, მინდოდა ჩემი ქვეყნის ენა გაეგო მთელ მსოფლიოს და არა ინგლისური. დიდი მადლობა ქართველ ხალხს გვერდით დგომისთვის, სოციალურ ქსელში ვგრძნობდი, როგორ მიჭერდა მხარს ჩემი ქვეყანა.
- თუმცა, გაგაკრიტიკეს კიდეც იმის გამო, რომ სიტყვით გამოსვლის დროს, არ ისაუბრე ჩვენს ქვეყანაში არსებულ ჰომოფიბიაზე და უმცირესობების ჩაგვრაზე, რატომ არ ისაუბრე ამ პრობლემებზე?
- შემეძლო მესაუბრა ამ საკითხებზე, მაგრამ ჩემი ქვეყანა დავიცავი და მსოფლიოს ვაჩვენე, რომ ლოიალური, პროგრესული ადამიანები ვართ ქართველები.
ერთი გვირგვინი არაფერს წყვიტავს, თუ მოვყვებოდი იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება უმცირესობების მიმართ, მაღალ ქულებს დამიწერდნენ და ტაილანდელის ნაცვლად, მთავარი გამარჯვებული მე ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი გვირგვინის გამო, საქართველოს ვერ გავლანძღავდი. მართალია, არც მხარდაჭერა მქონდა, არც დაფინანსება და უფრო მეტიც, ჩოხაც კი არ მომაქირავეს კონკურსზე ჩასაცმელად, მაგრამ ჩემი ხალხის გალანძღვის საშუალებას მსოფლიოს არ მივცემდი.
- რატომ არ მოგაქირავეს ჩოხა?
- მითხრეს, ასეთ კონკურსზე ტრადიციულ სამოსს ვერ გაგატანთო და ამიტომ ჩოხასთან მიმსგავსებული რაღაც მეცვა. ყველაზე სადა და უმაკიაჟოდ მე ვიდექი იმ სცენაზე, მაგრამ მაინც საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი და ხალხის რჩეული ვარ, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა.
ამ კონკურსზე პრიზების და ტიტულის გარდა, მივიღე საინტერესო შემოთავაზებები ოსკაროსანი რეჟისორებისგან და ახალი გზები გამეხსნა მსოფლიოში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მალე უფრო მასშტაბურ პროექტებში მიხილავთ.