29 ოქტომბერი, 2018
"ცუდად მოიქცა ...ქუჩურად რომ ვთქვათ " იპროჭა"" - ირაკლი ნოზაძემ "რუსთავი 2"-ის გუნდთან მისი პოსტის გამო თავი იმართლა?
ია ფარულავამ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს, რომ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მონაწილეობით „ფარული კონვერტი“, სადაც მომღერალმა 5900 ლარი მოიგო, ეთერში არ გავა.

ია წერს:

„ირაკლი ნოზაძე (პიკასოს) გადაცემა არ გავა ეთერში – ეს არის პირადად გუნდის გადაწყვეტილება და არა არხის.

მან თავისი საქციელით ჩირქი მოსცხო არა მარტო „ფარული კონვერტის“ შემოქმედებით გუნდს, არამედ მთელს ტელევიზიას, თითქოსდა ჩვენ ის დავბლოკეთ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მონაწილეობის გამო, ეს იყო სუფთად პოლიტიკური
პროვოკაცია და არხისთვის მიზანმიმართული დარტყმა, არა მარტო მისი მხრიდან, არამედ იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, ვის რეკლამაშიც ის მონაწილეობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემოქმედებითი გუნდი იტოვებს უფლებას, რომ ეს კონკრეტული გადაცემა ირაკლი ნოზაძე (პიკასოს მონაწილეობით) საერთოდ მოხსნას საეთერო ბადიდან, რადგან არხისთვის ზიანის მიყენებაზე ჩვენ ვართ პრინციპულები და ყოველთვის გვექნება მკაცრი გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მონაწილეობის გამო, „რუსთავი 2“-მა „ფარულ კონვერტში“ მისი გამოსვლისთვის თანხა არ გადაიხადა და გადაცემა ეთერიდან მოხსნა.

იას სტატუსს გამოეხმაურა ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.

მაკა რაზმაძე: ხალხს რომ ვიღაცის დაბლოკვა უხარია და მერე "თავისუფლებითვის" იბრძვის ეს ხალხი... რა ვიცი.
ია ფარულავა: ცუდად მოიქცა ...ქუჩურად რომ ვთქვათ " იპროჭა"

მაკა რაზმაძე: არა მაგას არ ვამბობ- არხის საქმეა რას გაუშვებს და ვის მიიწვევს. ხალხს რომ უხარია ვიღაცის დაბლოკვა ეგ ტეხავს.

ია ფარულავა: ჯგუფმა გადაწყვიტა მასე დიდი შიდა მოლაპარაკებების მერე მის ბოდვებსაც მოუსმინეთ მაგრამ ვერ უშველა.


ირაკლი ნოზაძემ "ფარული კონვერტის" პროდუსერის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი არჩევნების ღამით დაწერა, რაზეც პროექტის გუნდმა ოპერატიულად გასცა პასუხი და ის დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დეს
მოკლედ რუსთავმა2"იპროჯა"ეს უფრო გიხდებათ დ ასეთებიც ხართ
14:44 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
.ცირა
და რატომ არ აძლევთ თანხას. განმარტება გააკეთეთ. მიზეზი ხომ უნდა ახსნათ. მოიწვიოთ ალაპარაკოთ და მერე გადააგდოთ ეგ არაა პრო@@ბა?
16:38 / 29-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS