28 ოქტომბერი, 2018
"თავისი რჩეული პოლიტიკური გუნდისთვის სტატუსად დაწერა სრული სიცრუე და დეზინფორმაცია" - პასუხი პიკასოს
„ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ ოფიციალური განცხადებას ავრცელებს,  უცვლელად გთავაზობთ მას :

,,გადაცემის „ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ ერთ-ერთი სტუმარი იყო ქუჩის ბიჭი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო. მომღერალმა ნამდვილად მოიგო 5900 ლარი, რომელიც გადაცემის გასვლიდან ორ კვირაში ჩაერიცხებოდა(კონტრაქტის მიხედვით ასეა). გადაცემა დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიწერა, მაგრამ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა, „ფარული კონვერტის“ ნაცვლად ორშაბათ საღამოს გადიოდა პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანი“, გადაცემა ამ ეტაპამდე ეთერში არ გასულა. ამის შესახებ თავად ირაკლი ინფორმირებული იყო. ის
რუსთავი 2-ის ეთერში მაინც გავიდოდა მიუხედავად იმისა, რომ პიკასომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ღია მხარდამჭერი გახდა.

მას შემდეგ რაც ის სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული მომღერალი გახდა, ჩვენი ვარაუდით მან გადაწყვიტა რომ მეტი ქულები დაეწერა თავისი რჩეული პოლიტიკური გუნდისთვის და სტატუსად დაწერა სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, რომ თითქოს მას გადაცემის პროდიუსერი ეკა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოგებული თანხა სალომე ზურაბიშვილმა გადაუხადოს და ის ნიკა გვარამიამ დაბლოკა. მიუხედავად მისი პოლიტიკური ორიენტაციისა, გადაცემა მისი მომნაწილეობით სატელევიზო ბადეში იჯდა და უახლოეს ორშაბათს აუცილებლად გავიდოდა.აგრეთვე გვინდა აღვნიშნოთ რომ რამდენიმე გადაცემის წინ გადაცემა "ფარული კონვერტის" სტუმარი იყო მსახიობი გიორგი გურგულია,რომელიც ასევე მონაწილებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში.

გადაცემა "ფარული კონვერტის" გუნდი არასდროს არჩევს სტუმარს მისი პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით.”- ვკითხულობთ განცხადებაში.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სარა
ყველანაირად და ყველაფერში სზიზღარი როგორ არის ეს ბიჭი, არ რცხვენია ამდენი სიგლახე?
15:45 / 28-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ვის აინტერესებს მაგ ყლინჯების სიმართლე. მოიწვიეთ გვარამია,კვირიკაშვილი,უგულავა,ივანიშვილი. საინტერესო მათი '' სიმართლე '' იქნება და ჩვენც მაგრად ვიხალისებთ.
14:59 / 28-10-2018
გამოხმაურება / 0 /
Niania
Chasarecxi Idiotebi! Narkoman neschastnii!
02:19 / 28-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS