30 იანვარი, 2014
კანონიერი ქურდის დათო მელქაძის გმირობა სიკვდილის წინ
მელქაძეს ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მხარსა და მუცელში. საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი, ქართველი დათო მელქაძე მოკლეს, რომელსაც უფრო მეტად მეტსახელით ''დათო ფოთელი'' იცნობდნენ.

რუსმა სამართალდამცველებმა ახლახან გამოაქვეყნეს დეტალები, რომელთა მიხედვითაც რუსულ პრესაში აქტიურად დაიწყეს წერა იმაზე, თუ როგორ გმირულად მოკვდა ქართველი კანონიერი ქურდი.

კრიმინალურ ავტორიტეტს პოდმოსკოვიეში, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ესროლეს.
სამართალდამცველთა მონაცემებით, მას მრავალი წელი ეძებდნენ შურის საძიებლად - კიდევ ერთი ქურდისა და მისი ოჯახის მკვლელობისთვის.

მელქაძეს ხუთი ჭრილობა ჰქონდა
მიყენებული, მხარსა და მუცელში. საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

როდესაც მელქაძე სავაჭრო ცენტრიდან გამოდიოდა, ცოლთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, სწორედ მაშინ გაუხსნა ცეცხლი კილერმა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი მხოლოდ იმას ცდილობდა, ნასროლს მისი ოჯახის წევრები არ დაეზიანებინა.

ის ცდილობდა სხეულით გადაფარებოდა უფროს შვილს. ამასობაში მისმა ცოლმა და უმცროსმა შვილმა მოასწრეს მაღაზიაში შესვლა. მამის შეუპოვრობის წყალობით, გასროლილი ტყვიებიდან არც ერთი არ მოხვედრია მისი ოჯახის წევრებს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ტატო
ვენაცვალე ყველა ასეთ კაცს,ვისთვისაც ოჯახი სიცოცხლეზე ძვირფასია...
22:51 / 08-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ვის ამოუჟლიტა ოჯახი რა სისულელეებს წერთ. რა გახდა მისი მკვლელობის მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია, ის რომ სიკვდილის წინ თავისი შვილის გადაჩენას ცდილობდა გმირობაა აბა რა არის. ამას ბევრი ვერ გააკეთებს.
20:10 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ედი
მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს ღმერთი როგორ წაახდენსა, რამდენი აზრი დევს , ამიტომ ქურდული ინსტიტუტი უნდა გაიარო, მოისმინო და არ უნდა დაამთავრო. მერწმუნეთ შვილსაც კაცად გაზრდით და კაცობაშიც არ შეეშლება , ჩემს შვილს მივეცი ეს რჩევა და დღეს დიდი ბიზნესი აქვს ევროპაში , არ მეშინია მისი მომავლის
14:03 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
.......................................
ქურდულსაც აქვს ის კაცური რასაც ვაჟკაცობა და ნამდვილი მამაკაცობა ქვია. გააჩნია რა ეტაპზე დაატორმუზებ და გაჩერდები .................................ქურდული იგივე კაცურია , სიტყვაა ბოზური. ქურდული. ია ამაში უნდა გაერკვეთ და დანარჩენი თქვენ იცით
13:57 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ღმერთმა ქნას მელქაძის შვილები მაინც გაიზარდონ ისე რომ აღარ ჰქონდეთ კავშირი დანაშაულებრივ სამყაროსთან,სხვა კეთილ საქმეებში დახარჯონ თავისი ცოდნა და უნარები
12:51 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS