რუსმა სამართალდამცველებმა ახლახან გამოაქვეყნეს დეტალები, რომელთა მიხედვითაც რუსულ პრესაში აქტიურად დაიწყეს წერა იმაზე, თუ როგორ გმირულად მოკვდა ქართველი კანონიერი ქურდი.
კრიმინალურ ავტორიტეტს პოდმოსკოვიეში, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ესროლეს.
სამართალდამცველთა მონაცემებით, მას მრავალი წელი ეძებდნენ შურის საძიებლად - კიდევ ერთი ქურდისა და მისი ოჯახის მკვლელობისთვის.
მელქაძეს ხუთი ჭრილობა ჰქონდა
როდესაც მელქაძე სავაჭრო ცენტრიდან გამოდიოდა, ცოლთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, სწორედ მაშინ გაუხსნა ცეცხლი კილერმა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი მხოლოდ იმას ცდილობდა, ნასროლს მისი ოჯახის წევრები არ დაეზიანებინა.
ის ცდილობდა სხეულით გადაფარებოდა უფროს შვილს. ამასობაში მისმა ცოლმა და უმცროსმა შვილმა მოასწრეს მაღაზიაში შესვლა. მამის შეუპოვრობის წყალობით, გასროლილი ტყვიებიდან არც ერთი არ მოხვედრია მისი ოჯახის წევრებს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ჟურნალი ''რეიტინგი''