ინგა გრიგოლიამ ''ტვ 3''-ში მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა და გასული წლის ბოლოს ''იმედში'' გადავიდა. პარასკევს უკვე ვიხილავთ ''რეაქციას''.
სოციალურ ქსელში ეს თემა აქტიურად განიხილებოდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ ''რეაქციაში'' ვიხილავდით ნოდარ მელაძესაც, რომელიც ''ტვ 3''-ის ეთერში გრიგოლიასთან
''ტვ 3''-ში მუშაობისას ინგა გრიგოლია კითხვაზე, თავის გადაცემაში ჟურნალისტად რატომ მიიწვია მაინც და მაინც ნოდარ მელაძე, პასუხობდა, რომ ნოდარი პროფესიონალია და მისი უახლოესი მეგობარია. ვიხილავთ თუ არა ნოდარ მელაძეს ინგა გრიგოლიასთან ერთად ''რეაქციაში'' ამის გასარკვევად თავად ნოდარს ვესაუბრეთ.
ნოდარ მელაძე:
- ნოდარ, როგორც ამბობენ, ''რეაქციაში'' ინგა გრიგოლიასთან იმუშავებ.
- ეს დეზინფორმაციაა. ''რეაქციაში'' არ ვიქნები. ამ ეტაპზე მხოლოდ ''პირველ რადიოში'' ვმუშაობ.
- ტელევიზიასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს, უახლოეს მომავალში გადაცემის გაკეთებას არ გეგმავ?
- ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან სათქმელი არც არაფერია. ჯერჯერობით მხოლოდ რადიოში ვმუშაობ.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















