28 იანვარი, 2014
ბრუნდება თუ არა ნოდარ მელაძე ''იმედზე'' ინგა გრიგოლიასთან ერთად
ინგა გრიგოლიამ ''ტვ 3''-ში მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა და გასული წლის ბოლოს ''იმედში'' გადავიდა. პარასკევს უკვე ვიხილავთ ''რეაქციას'' გასულ წელს, ინგა გრიგოლია ''ტვ 3''-ის ეთერში გადაცემა ''დიდი პოლიტიკით'' დაბრუნდა. ყოველდღიური პოლიტიკური თოქ შოუ რეიტინგული გახდა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა.

ინგა გრიგოლიამ ''ტვ 3''-ში მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა და გასული წლის ბოლოს ''იმედში'' გადავიდა. პარასკევს უკვე ვიხილავთ ''რეაქციას''.

სოციალურ ქსელში ეს თემა აქტიურად განიხილებოდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ ''რეაქციაში'' ვიხილავდით ნოდარ მელაძესაც, რომელიც ''ტვ 3''-ის ეთერში გრიგოლიასთან
ერთად მუშაობდა. ''წავიდა ინგა ''იმედზე'' და ნოდარიც წაიყვანაო'' - წერდნენ ''ფეისბუქზე''.

''ტვ 3''-ში მუშაობისას ინგა გრიგოლია კითხვაზე, თავის გადაცემაში ჟურნალისტად რატომ მიიწვია მაინც და მაინც ნოდარ მელაძე, პასუხობდა, რომ ნოდარი პროფესიონალია და მისი უახლოესი მეგობარია. ვიხილავთ თუ არა ნოდარ მელაძეს ინგა გრიგოლიასთან ერთად ''რეაქციაში'' ამის გასარკვევად თავად ნოდარს ვესაუბრეთ.

ნოდარ მელაძე:

- ნოდარ, როგორც ამბობენ, ''რეაქციაში'' ინგა გრიგოლიასთან იმუშავებ.
- ეს დეზინფორმაციაა. ''რეაქციაში'' არ ვიქნები. ამ ეტაპზე მხოლოდ ''პირველ რადიოში'' ვმუშაობ.
- ტელევიზიასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს, უახლოეს მომავალში გადაცემის გაკეთებას არ გეგმავ?
- ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან სათქმელი არც არაფერია. ჯერჯერობით მხოლოდ რადიოში ვმუშაობ.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ფუუ
რა ბანძია გრიგოლია,თანაც რა საზიზღარი გარეგნობა აქვს მაგ გოიმს.
23:25 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკი
ინგას პირელმა გადაცემამ იმედზე ("რეაქცია" ), ბოდიში და ჩაისვარა. მე მგონი ინგამ ამოწურა თავისი თავი. ასეთი სახის გადაცემების სუპერ წამყვანი ჟიჟილაშვილია. სუპერ ნუ. აუჩქარებელი, დინჯი და რაც მთავარია აზრიანი და ყოვლის მომცველი კითხვები. ინგა კი მაგრად თამაშობს.
17:15 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაკო
წავიდა სოფელში ძაღლების ყეფა. დასვენებული ვიყავით. ახლა ინგას გადაცემის დაწყება და ძაღლების ყეფა ერთია. გაიტანეთ. მაგრამ.....
17:11 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგა
ამისმა რეაქციამ გააგიჯა და დაანევროზა ხალხი და საზოგადოება 2007 წელს მერე რაც მოხდა ყველამ ვიცით , ჟიჟილაშვილთან ამის შედარება არ შეიძლება ის წყნარად აანალიზებს სიტუაციას და დასკვნები გამოაქვს ეს კიდევ შოუზეა ორინტირებული!! ფუუუ აი ვის არ უნდა ერქვას ჟურნალისტი და კიდევ სხვებიც მოიძებნება!
05:14 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
როგორშეცვლილი აქვს სახე, რა გაიკეთა ამჯერად? მაგარი შეცვლილია.
23:35 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნან
რამდენი ტელევიზია უნდა გამოიცვალოს ამ ქალმა ვერ გავიგე რაა???
01:33 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
პაშა
ნო დალი ,ნო დალი არ დაიკარგოთ არსად
23:53 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
აზა
ხო, წავიდა თუ არა ''ტვ 3'-დან, მომენტალურად მოემატა აასაკი.
18:29 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ამ ფორტოზე ინგა დაბერებული ჩანს
17:09 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS