02 მარტი, 2018
სკანდალი გრძელდება: "ალილოდან" წასული ბექა ჩხაიძე დათო არჩვაძის ახალი კვარტეტის წევრი გახდა
მომღერალმა დათო არჩვაძემ "ქართული ხმები" დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ, გუშინ სწორედ "რეიტინგმა" გაავრცელა.
რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დათო არჩვაძე კომენტარს არ აკეთებს.

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დათო არჩვაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახალი სიმღერა, რომელსაც მისი ახალი კვარტეტი მღერის.

ახალი კვარტეტის შემადგენლობაშია "ალილოს" ყოფილი წევრი სკანდალური ბექა ჩხაიძე.

ბექა ჩხაიძემ "ალილო" გასულ ზაფხულს დატოვა. მართალია "რეიტინგთან" საუბარში ბექა ჩხაიძემ მაშინ ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მის ნაცვლად "ალილოში" აჩიკო ბერიძე მღერის, ჩხაიძე კი დათო არჩვაძის ახალი
კვარტეტის წევრია. 

დათო არჩვაძის ახალი კვარტეტის წევრები არიან: ბექა ჩხაიძე, ნიკუშა ცერცვაძე და დავით მაღრაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კატო
და სკანდალური რა არის ამაში :)
11:27 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკო
ხაან კარგია
21:51 / 03-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნია
მომწონს ეს ბიჭი. წარმატებები ბექა, დათო და ახალშექმნილ კვარტეტს.
19:51 / 02-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS