18 თებერვალი, 2018
ქართველი მომღერლის და მოდელის გახმაურებული მკვლელობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის
მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

“გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“, –აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე და მისი მეგობარი გარდაცვლილი იპოვეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS