07 სექტემბერი, 2017
"ჩემი შვილი მეგობრებმა მოწამლეს და 11 000 ლარი მოპარეს" - ბურუსით მოცული მკვლელობის ახალი დეტალები
27 წლის გიორგი ხაჭაპურიძის და 19 წლის ზვიო სახლთხუციშვილის მკვლელობა ამ დრომდე ბურუსით არის მოცული. გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახის წევრებმა „სარკეს“ მომხდარის შესახებ, საკუთარი ვარაუდები და ვერსიები მიაწოდეს.

გარდაცვლილის მამა, ანტონ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალი არ ყოფილა და შვილის მკვლელობაში მეგობრებს ადანაშაულებს.

„ჩემი შვილი მეგობრებმა მოწამლეს ფულის გამო. დიდი თანხაა წაღებული 11 000 ლარი, 2700 ლარი ოთახში, ჟურნალებში იდო. წაღებულია ასევე ორი მობილური ტელეფონი, კომპიუტერები და ტანსაცმელი. ჩაკეტეს კარი, ფანჯრები და წავიდნენ. ჩემი შვილი
თუ ნარკოტიკით მოწამლეს ე.ი. ჩაუყარეს.

ბინა მეცხრე სართულზე ჰქონდათ ნაქირავები და გარდაცვლილების სუნი პირველ სართულზე იგრძნობოდა. ბინის მეპატრონეც იგივე კორპუსში ცხოვრობს მეათე სართულზე და ის როგორ არ შეაწუხა სუნმა? ბევრი რამ ვიცი მაგრამ არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო.

გარდაცვლილის მშობლები გამორიცხავენ ვერსიას, რომ ბიჭებმა თანხა კაზინოში წააგეს და აღნიშნავენ, რომ ბინაში სადაც მკვლელობა მოხდა, სუფრა 5 კაცზე იყო გაშლილი და ამ დრომდე უცნობია, ვინ იყო ის სამი პირი ვისთან ერთადაც ბიჭებმა იქეიფეს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS