25 დეკემბერი, 2017
სკანდალი გრძელდება: თემურ თათარაშვილი ჩემთვის აღარ არსებობს
მომღერალ ეკა კვალიაშვილის განცხადებით, თემურ თათარაშვილი მისთვის აღარ არსებობს. ამის შესახებ ის ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში აცხადებს.

- ახალ წელს ყოველთვის ლამაზად ვხვდები. ეს დღე ჩემთვის ბავშვობიდან ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება და მჯერა, შობის ღამეს სურვილები ხდება. მადლობა გასულ წელს ყველაფრისთვის, ჭკუა მასწავლა, ბევრს ახადა ნიღაბი ჩემს ცხოვრებაში და გამოცდილება შემძინა. ახალი წლიდან ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. გადავწყვიტე, რომანი დავწერო. აღმოვაჩინე, რომ წერის ჩემებური სტილი მაქვს.

ჩემს ავადმყოფობაზე მეგობრებმა დაიწყეს ლაპარაკი და ეკონომიკურ მდგომარეობაზეც მათ ატეხეს ამბავი.
მამა პეტრე ძალიან აღშფოთებული იყო, შენ რატომ უნდა იყო ასეთ მდგომარეობაშიო. კარგად იცით, რომ მიშას პერიოდში ჩემთვის ყველაფერი ჩაკეტილი იყო. ღმერთმა აპატიოთ ის ბოროტება, რომელიც მე გამიკეთეს. ერთადერთი, რასაც ამ ადამიანებს ვერ ვაპატიებ, ისაა, რომ მათ ჩემი ცხოვრების ცხრა წელი ამოჭრეს და სანაგვეში გადააგდეს. ამ ცხრა წლის განმავლობაში ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა უამრავი დაავადება.


- ეს ბინა, რომელშიც ახლა ხართ, თქვენია?

- ჩემს შვილთან ვცხოვრობდი, მაგრამ როდემდე უნდა ვყოფილიყავი მასთან. თან, ერთოთახიანი, სტუდიოს ტიპის ბინა იყო. იქ ცოლ-ქმართან და ორ ბავშვთან ერთად ყოფნა, წარმოიდგინე, რა იქნებოდა. ისიც ნაგირავებია. მერე მამამთილმა აჩუქა ბინა მშენებარეში და სანამ ის დამთავრდება, სხვა ბინა უქირავა. მეც რომ დამენიშნა სტიპენდია, ცალკე გამდოვედი ქირით.


- თემურ თათარაშვილის შესახებაც უნდა გკითხოთ. თქვენ დაასახელეთ კოლეგა, რომელიც მაშინ საბერძნეთში იყო და რომელზეც გული გწყდებოდათ.

- მასზე ლაპარაკი არ მინდა. ეს ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის მეგობრობის ხათრით, ძალიან ბევრი რამ მოვითმინე, ყველაფერს საზღვარი აქვს.

ჟურნალი "თბილისელები"


პ.ს. თათარაშვილის და კვალიაშვილის დაპირისპირების შესახებ, "რეიტინგი" რამდენიმე თვის წინ წერდა, მაშინ თემურ თათარაშვილმა ჩვენთან ამ თემაზე დეტალური საუბარი არ ისურვა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS