„რეიტინგისთვის“ ჯერ კიდევ ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ ეკა კვალიაშვილი თემურ თათარაშვილს საბერძნეთში გაუნაწყენდა. განაწყენების მიზეზს შეგნებულად არ ვასახელებთ.
„რეიტინგი“ თემურ თათარაშვილს დაუკავშირდა.
- ბატონო თემურ, თვალს ადევნებთ ალბათ ეკა კვალიაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ის ამბობს, რომ
- არ მინდა მაგაზე კომენტარის გაკეთება. გამორიცხულია.
- თავად ეკამ გააკეთა თქვენზე კომენტარი, ის ინტერვიუში ამბობს, რომ თავის კოლეგად აღარ გთვლით...
- მის ნამუსზე იყოს ყველაფერი. მე ეკას სისულელეებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.
- მართლა მოატყუეს?
- ვისზეც დაწერა მან გასცა პასუხი, მე არაფერი ვიცი ნამდვილად.
- თქვენზე რატომ არის ნაწყენი?
- საიდან მოიტანეთ? არაა ნაწყენი.
- ანუ კარგი ურთიერთობა გაქვთ ისევ?
- გამარჯობით ვხვდებით ერთმანეთს. თქვენ ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ ყველაფერი, მე არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას.