29 ნოემბერი, 2017
ეკა კვალიაშვილი მიმართვას ავრცელებს
მომღერალ ეკა კვალიაშვილს ფონდმა "ქართუმ" სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ ის პეტრე კოლხს და ფონდს მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში უფალს, რომელმაც დამამეგობრა მამა პეტრესთან, რომლის პოსტში ჩემ მიმართ გამოხატული გულისტკივილის შემდეგ, შეიტყო ყველამ ჩემი პრობლემების შესახებ და დღეს, ვმადლობ მას, რომ მისი ძალისხმევით, დამენიშნა სტიპენდია.

მადლობა მამა პეტრე კოლხს და „ქართუ ფონდს“ ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის“, - წერს კვალიაშვილი.

ეკა კვალიაშვილი საკუთარ ფინანსურ პრობლემებზე დიდი ხანია საჯაროდ ლაპარაკობს, რის გამოც არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ექıმებı
გამოჯანმრთელდა ეგ ქალიიიიი??????
17:11 / 30-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან! -მოვითხოვოოოოო, ქალებისგან არაო
მე ამ ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული სახე და ცნობილი ადამიანი, რომელიც ითხოვს, არა - უკვე მოითხოვს თქვენთან შეხვედრას, თან სასწრაფოდ. მე ვეღარ დავიცდი, მე ისედაც უამრავი წელი და დრო დამაკარგინა წინა მთავრობამ!!! მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით, ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი, სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, BBC, CNN, და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან, პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებია, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან! პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ, ველი, თქვენს ჯენტნლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე!---------და ეს თემაააა ფულიიი ეკას!.
16:54 / 30-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნია
აუ, ამან ხო შეგვჭმა, რა ამ თავისი წუწუნით და ბოლო-ბოლო იმდენი იწუწუნა, სანამ თავი არ დააფინანსებინა!
15:45 / 29-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS