15 ნოემბერი, 2017
"ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის
მსახიობს და ტელეწამყვანს გიორგი გოგიჩაიშვილს - გოგიჩას, 49 წლის ასაკში განსაცდელის პერიოდი დაუდგა.

მას მოულოდნელად გაჩენილ მძიმე სენთან ბრძოლა დასჭირდა, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. შედეგად, თმები საერთოდ დასცვივდა. ამის შესახებ გოგიჩა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

- თმა გამცვივდა და წვერი მოვუშვი. მთელი ცხოვრება პირიქით იყო, თმა მქონდა და გაპარსული დავდიოდი. რომ მიცნოთ, თავს ამოვატრიალებ.

მოკლედ იმიჯი ბუნებრივად შემეცვალა. ახლა კარგად ვარ, გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები ექიმები მიდგანან. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ
ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია და ქიმიასაც დავუახლოვდი.


ახლა გადასხმებს ვიკეთებ, მაგრამ კარგად ვარ. მადლობა ღმერთს და მადლობა ექიმებს, მეგობრებს. სტამბულში ვიყავი სამჯერ, მშვენიერი ქალაქია. მაისში წავედი პირველად. მედიცინა და ადამიანების მოწყალებაც იმ დონემდე მივიდა, გადამარჩინეს.


ჟურნალი "სარკე"
ეკა ლემონჯავა

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
Ubralod me
Gmerti xati da sruliad eri hens gverdit vart.umagreso adamiano..
13:31 / 03-04-2018
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ჯანმრთელობას გისურვებ კარგო ადამიანო
16:26 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ღმერთი შეგეწიოს და სრულიად გამოგაჯანმრთელოს.
12:39 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მთვარეეეე
დიახ დღეს სიმსივნით არ იღუპებიან...ის განკურნებადია....გისურვებთ ჯანმრთელობას
01:28 / 16-11-2017
გამოხმაურება / 0 /
*
გოგიჩა კარგო ადამიანო გისურვებ გამოჯანმრთელებას
14:18 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS