მას მოულოდნელად გაჩენილ მძიმე სენთან ბრძოლა დასჭირდა, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. შედეგად, თმები საერთოდ დასცვივდა. ამის შესახებ გოგიჩა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:
- თმა გამცვივდა და წვერი მოვუშვი. მთელი ცხოვრება პირიქით იყო, თმა მქონდა და გაპარსული დავდიოდი. რომ მიცნოთ, თავს ამოვატრიალებ.
მოკლედ იმიჯი ბუნებრივად შემეცვალა. ახლა კარგად ვარ, გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები ექიმები მიდგანან. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ
ახლა გადასხმებს ვიკეთებ, მაგრამ კარგად ვარ. მადლობა ღმერთს და მადლობა ექიმებს, მეგობრებს. სტამბულში ვიყავი სამჯერ, მშვენიერი ქალაქია. მაისში წავედი პირველად. მედიცინა და ადამიანების მოწყალებაც იმ დონემდე მივიდა, გადამარჩინეს.
ჟურნალი "სარკე"
ეკა ლემონჯავა