ხატია სიჭინავა: დავიწყებ იმით, რომ გურამ კაშია ჩვენს ქვეყანაში არ მოღვაწეობს. ის ვალდებული იყო ეს სამკლაური გაეკეთებინა. ეს საკუთარი სურვილით ხომ არ
ყველას გვეზრდება შვილები და არ მეგულება საქართველოში არცერთი დედა, რომელიც საკუთარ შვილს ამას უსურვებს. თუმცა, ასეთი ადამიანების მიმართ მე აგრესია არ გამაჩნია. ჩემთვის სულერთია, ვის როგორი ორიენტაცია აქვს და ვისთან წევს. რა არის დასამალი? მე მყავს ასეთი ორიენტაციის მეგობრები, მაგრამ მათთან არასდროს შემქმნია კონფლიქტი და არც აგრესიული ვარ. მთავარია, კარგი ადამიანი იყო, თორემ ღამე ვისთან წვები, არა მგონია, ვინმესთვის ეს საინტერესო იყოს.
მაგრამ ვიცი, რომ ამ სფეროში დიდი დაფინანსება ტრიალებს. ამიტომ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს მეტი დაფინანსების მოსაპოვებლად აკეთებენ. ჩვეულებრივ ადამიანებსაც კლავენ ქუჩაში - ქმრები ცოლებს, შვილები დედებს და ნათესავები ნათესავებს, მაგრამ ამის გამო არავინ ატარებს მიტინგებს. თუ ვინმეს ერთ-ერთი ლგბტ შემოაკვდა, არა მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, ამათ ვინმე მოსაკლავად დასდევს ქუჩაში. გასაგებია, რომ ქართველი ადამიანის მენტალიტეტი ვერანაირად ეგუება ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, ნახევარი საქართველოსთვის ეს ყველაფერი მიუღებელია, მაგრამ ხმლებით არ დასდევენ.
- მითხარი: არა მგონია, ვინმეს უნდოდეს ასეთი შვილიო. ბევრი ამბობს: ჩემი შვილის არჩევანში რატომ უნდა ჩავერიოო...
- რას ჰქვია რატომ უნდა ჩავერიო?! დიდი ბოდიში ყველა დედასთან, მაგრამ მე ჩემი გადმოსახედიდან ვლაპარაკობ. ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან, მაგრამ აზროვნების დაწყებიდანვე ვუნერგავ, რა არის სწორი და არასწორი. ვთქვათ, სამი წლის ბიჭი გყავს, რომელიც ბაფთებს იკეთებს და პომადას ისვამს. დედა რომ ხარ, შვილს უნდა ასწავლო, რომ ეს არ არის ბიჭის საქმე. ბავშვს, გოგოსა და ბიჭს შორის განსხვავება უნდა აჩვენო. მე თვითონაც ძალიან ქაჯი ბავშვი ვიყავი და როგორ ჩანს, ჩემი მეორე შვილი მგავს. არ მოსწონს თოჯინები და ავტომატებით თამაშობს. აქედანვე ვასწავლი, რომ ეს არაა გოგოს საქმე. რომ არ მოგატყუო, ძალიან მეშინია, მით უმეტეს, ამ დროში და სულ ვცდილობ, მიმართულება მივცე და ავუსხნა, რომ გოგოა. სხვათაშორის, ძალიან კარგ ზეგავლენას ვახდენ ჩემს შვილებზე. ეს შემდგომში პრობლემაში რომ არ გადაიზარდოს, ბავშვს სწორი საძირკველი უნდა ჰქონდეს. არ მგონია, რომ ასეთებად იბადებოდნენ. ბავშვი მაგალითს ოჯახიდან იღებს და ამიტომ, შვილს სწორი გზა უნდა აჩვენო. ბიჭის აღზრდას ჩემი ქმარი მთლიანად საკუთარ თავზე აიღებს. ძალიან უნდა, ბიჭი ჰყავდეს და თავისნაირი გაზარდოს. ვიღაცას შეიძლება, ძალიან კარგი მამა ჰყავს, მაგრამ შვილი ასეთი გამოუვიდა. გასაგებია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, სადღაც მშობლის შეცდომაა. სადღაც გაგეპარა და უკვე რომ დაგვიანდა, მერე მიხვდი. ზრდასრული ადამიანი რომ გეტყვის, ჩემი სქესის ადამიანი მიყვარსო, მერე ვეღარაფერს შეცვლი.
ქეთი კაპანაძე
ჟურნალი "თბილისელები"