13 ნოემბერი, 2017
რატომ მიაჩნია ხატია სიჭინავას განსხვავებული ორიენტაცია მშობლის შეცდომად?
ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებას, საქართველოში დიდი აურზაური და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის იყო ხატია სიჭინავაც. მისი თქმით, კაშიას ქმედებაში საკვირველი არაფერია. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომადგენლობას, ეს აღზრდისას დაშვებულ შეცდომად მიაჩნია და საკუთარ შვილებთან განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.


ხატია სიჭინავა: დავიწყებ იმით, რომ გურამ კაშია ჩვენს ქვეყანაში არ მოღვაწეობს. ის ვალდებული იყო ეს სამკლაური გაეკეთებინა. ეს საკუთარი სურვილით ხომ არ
გაუკეთებია?! ყოველ შემთხვევაში, მე ასე მივიღე ეს ინფორმაცია. ქართველ ხალხს ყველაფერზე აჟიოტაჟის ატეხა უყვარს. პირადად მე, მისი ეს ჟესტი არც საქართველოს შეურაცხყოფად მიმიღია და მითუმეტეს, არ მიფიქრია, რომ კაშიას სხვა ორიენტაცია აქვს და ამიტომ გაიკეთა ეს სამკლაური. მას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მის "ინსტაგრამზე" შევედი და ვნახე, რომ არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს, აწყობილი საქმე და ოჯახი აქვს, შემდგარი ბიჭია და არა მგონია, საჭიროების გამო სტადიონზე თუ სამკლაური გაიკეთა, ამიტომ ჩასაქოლია.

ყველას გვეზრდება შვილები და არ მეგულება საქართველოში არცერთი დედა, რომელიც საკუთარ შვილს ამას უსურვებს. თუმცა, ასეთი ადამიანების მიმართ მე აგრესია არ გამაჩნია. ჩემთვის სულერთია, ვის როგორი ორიენტაცია აქვს და ვისთან წევს. რა არის დასამალი? მე მყავს ასეთი ორიენტაციის მეგობრები, მაგრამ მათთან არასდროს შემქმნია კონფლიქტი და არც აგრესიული ვარ. მთავარია, კარგი ადამიანი იყო, თორემ ღამე ვისთან წვები, არა მგონია, ვინმესთვის ეს საინტერესო იყოს.

მაგრამ ვიცი, რომ ამ სფეროში დიდი დაფინანსება ტრიალებს. ამიტომ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს მეტი დაფინანსების მოსაპოვებლად აკეთებენ. ჩვეულებრივ ადამიანებსაც კლავენ ქუჩაში - ქმრები ცოლებს, შვილები დედებს და ნათესავები ნათესავებს, მაგრამ ამის გამო არავინ ატარებს მიტინგებს. თუ ვინმეს ერთ-ერთი ლგბტ შემოაკვდა, არა მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, ამათ ვინმე მოსაკლავად დასდევს ქუჩაში. გასაგებია, რომ ქართველი ადამიანის მენტალიტეტი ვერანაირად ეგუება ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, ნახევარი საქართველოსთვის ეს ყველაფერი მიუღებელია, მაგრამ ხმლებით არ დასდევენ.

- მითხარი: არა მგონია, ვინმეს უნდოდეს ასეთი შვილიო. ბევრი ამბობს: ჩემი შვილის არჩევანში რატომ უნდა ჩავერიოო...

- რას ჰქვია რატომ უნდა ჩავერიო?! დიდი ბოდიში ყველა დედასთან, მაგრამ მე ჩემი გადმოსახედიდან ვლაპარაკობ. ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან, მაგრამ აზროვნების დაწყებიდანვე ვუნერგავ, რა არის სწორი და არასწორი. ვთქვათ, სამი წლის ბიჭი გყავს, რომელიც ბაფთებს იკეთებს და პომადას ისვამს. დედა რომ ხარ, შვილს უნდა ასწავლო, რომ ეს არ არის ბიჭის საქმე. ბავშვს, გოგოსა და ბიჭს შორის განსხვავება უნდა აჩვენო. მე თვითონაც ძალიან ქაჯი ბავშვი ვიყავი და როგორ ჩანს, ჩემი მეორე შვილი მგავს. არ მოსწონს თოჯინები და ავტომატებით თამაშობს. აქედანვე ვასწავლი, რომ ეს არაა გოგოს საქმე. რომ არ მოგატყუო, ძალიან მეშინია, მით უმეტეს, ამ დროში და სულ ვცდილობ, მიმართულება მივცე და ავუსხნა, რომ გოგოა. სხვათაშორის, ძალიან კარგ ზეგავლენას ვახდენ ჩემს შვილებზე. ეს შემდგომში პრობლემაში რომ არ გადაიზარდოს, ბავშვს სწორი საძირკველი უნდა ჰქონდეს. არ მგონია, რომ ასეთებად იბადებოდნენ. ბავშვი მაგალითს ოჯახიდან იღებს და ამიტომ, შვილს სწორი გზა უნდა აჩვენო. ბიჭის აღზრდას ჩემი ქმარი მთლიანად საკუთარ თავზე აიღებს. ძალიან უნდა, ბიჭი ჰყავდეს და თავისნაირი გაზარდოს. ვიღაცას შეიძლება, ძალიან კარგი მამა ჰყავს, მაგრამ შვილი ასეთი გამოუვიდა. გასაგებია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, სადღაც მშობლის შეცდომაა. სადღაც გაგეპარა და უკვე რომ დაგვიანდა, მერე მიხვდი. ზრდასრული ადამიანი რომ გეტყვის, ჩემი სქესის ადამიანი მიყვარსო, მერე ვეღარაფერს შეცვლი.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
546-ს
არც მე მაქვს სურვილი ამ დისკუსიის გაგრძელების, მითუმეტეს კარგად ვაცნობიერებ, რომ განსხვავებული აზრის პატივისცემა, აუცილებელია (ექსტრემისტულ ან რაიმე მსგავს აზრებს არ ვგულისხმობ!), თუმცა რამდენიმე ფაქტორზე ყურადღების გამახვილება მინდა: ჯვრის ზიდვასა და შეგუებას რაც შეეხება: გასაგებია,შენ არ გითქვამს, რომ უნდა მოკლას, მაგრამ ბევრი ადამიანი, რომელიც ჰომოსექსუალთა მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, ცალსახად აცხადებს, რომ ასეთ შვილს არ ჩათვლის "შვილად". შესაბამისად, შენი ნათქვამი ჯვრის ზიდვასთან დაკავშირებით,ასე ვთქვათ, გლობალურ კონტექსტში გავშალე.ჩემს ნაწერს შენს გარდა სხვა ვინმე თუ წაიკითხავს, შესაბამისი დასკვნა რომ გააკეთოს! ისევე როგორც ტერმინი "ლესბოსელი"-ს გამოუყენებლობის გამო ბოდიში რომ მოვიხადე,ეს ბოდიში მაინცდამაინც შენი მისამართით არ იყო...შენ შეიძლება არც მიგიქცევია ყურადღება,რომ ჩემს ნაწერში ჰომოსექსუალები მხოლოდ მამაკაცები გამოვიყვანე, მაგრამ სხვა თუ წაიკითხავდა, ხომ შეიძლება ეს შეემჩნია?! ამიტომაც ჩემი ბოდიშის ადრესატი ყველა იყო! ხომ გახსოვს მანამდე წერდი, პიდარასტებზე (ეს ტერმინი შენ გამოიყენე.) ინფორმაცია მოვიძიე, თქვენი მდგომარეობა ფსიქიური ავადმყოფობააო.. გახსოვს? შენი ის აზრიც ხომ გახსოვს,მკვლელის და ჰომოსექსუალის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, ვიღაც მკვლელი არ გახდა, იმიტომ რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდაო.. ბოლოს კი დაამატე:გამგები გაიგებსო!ე.ი. იმას ამტკიცებდი,რომ თუ ბავშვი ბედნიერ ოჯახში გაიზრდება,ის ჰომოსექსუალი ვერ გახდება!ამას მოჰყვა ჩემი გაღიზიანება! თორემ შენ თავიდანვე რომ დაგეწერა, როგორც ახლა წერ, რომ ეს მოვლენა ადამიანის შიგნიდან მოდის,მე ნამდვილად არ დავიწყებდი შენთან კამათს! კარგი, შევეშვათ ამ თემას... გეთანხმები,არ არის კარგ მდგომარეობაში არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი ერი, ისლამის ფაქტორიც გასაგებია, თუმცა მინდა მაინც იმედი გამოვთქვა, რომ მოლოდინი ევროპის "ისლამიზაციის"- გადაჭარბებულია...ნარკოტრაფიკი,იარაღით ვაჭრობა,ევროპა-ამერიკის ყალბი ლიდერები, ორმაგი სტანდარტები და ა.შ. გასაგებია და არც ვკამათობ ან რა არის აქ საკამათო?!ელემენტარულად შევხედოთ უკრაინას და მივხვდებით! იგივე თემა რომ გავაგრძელო, ახლა ვკითხულობ წიგნს კენედის მკვლელობის გამოძიებაზე,უორენის კომისიის მუშაობის დეტალებზე... წიგნის ავტორი Philip Shenon-ია,წიგნს კი A Cruel and Shocking Act: The Secret History of the Kennedy Assassination- ჰქვია... საინტერესო წიგნია, იმდენი სიბინძურე, სიყალბე, ფარისევლობა და დანაშაული იფრქვევა დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ჩინოვნიკების რომ... გასაგებია, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ მკვლელობის მიღმა ბევრი დაფარული რამ იყო, მაგრამ... თუ დაგაინტერესებს შეგიძლია მოიძიო ეს წიგნი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რუსულადაც იყოს ნათარგმნი, ეს იმ შემთხვევაში თუ ინგლისური ენა არ იცი (არ ჩათვალო,რომ ინგლისური ენის არცოდნის ფაქტით ვინმეს დაკნინებას ვცდილობ!)... უკიდეგანო თავისუფლება ახსენე... ნამდვილად არ ვითხოვ უკიდეგანო თავისუფლებას და არც არავინ უნდა ითხოვდეს,თუ თვლის რომ ოდნავ მაინც საღი აზრი აქვს... ალბათ გაგიგია ლინკოლნის ცნობილი სიტყვები:"შენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც ჩემი ცხვირი იწყება!"(ეს სიტყვები 1-ელ კურსზე ვისწავლე...)სულ ეს არის... ერთი ადამიანის უფლებები იქ მთავრდება, სადაც მეორის იწყება... ყბადაღებული ჰომოსექსუალიზმის თემიდან რომ მოვიყვანოთ მაგალითი: ჰეტეროსექსუალის უფლებები იქ მთავრდება, სადაც ჰომოსექსუალის იწყება (და პირიქით)...ანუ თუ რაღაც შოუში მაგალითად, გივი სიხარულიძე (ხომ იცი ეს ადამიანი?), რომელიც თავს ქართული "მამაკაცურობის" სიმბოლოდ წარმოაჩენს, თავის "ნაშებსა" და მათი "დაკერვის" მეთოდებზე ყვება,იგივეს უფლება ჰომოსექსუალსაც აქვს (თუმცა არასდროს გამიგია რომელიმე ქართველ არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირს სადმე ხმამაღლა ესაუბრება თავის პარტნიორებსა და ინტიმური ცხოვრების დეტალებზე.). შესაბამისად,ბატონ სიხარულიძეს არავითარი უფლება არ აქვს ჰომოსექსუალს მოუწოდოს,შენს სახლში რაც გინდა ის ქენი, ოღონდ ხმა არ ამოიღოო...იმით რომ, ჰომოსექსუალი თავის ორიენტაციაზე ხმამაღლა არ ისაუბრებს,არც მათი რაოდენობა იკლებს და არც ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდება, არც საქართველოს გეოპოლიტიკური სიტუაცია,არც სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს ბოსები გახდებიან ცოტათი მეტად კეთილსინდისიერნი! სამწუხარო იცი რა არის?-ის, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალური აზროვნებაა გაბატონებული.წინა მთავრობის დროს რუსეთისთვის დედა უნდა გეგინებინა,რომ ზოგიერთი იმაში დაგერწმუნებინა,რომ პუტინის "გოშია" არ ხარ... ახლა, თუ აცხადებ რომ გინდა საქართველოში ევროპული ღირებულებები იყოს, ვიღაც ფსევდოპატრიოტი,რომელიც მართლმადიდებლობის და ქართული ტრადიციების თემით სპეკულირებს,"მიშისტად" და სოროსის აგენტად გნათლავს! როგორ უნდა აუხსნა ასეთ გაუნათლებელ მედროვეს,რომ ის რასაც მიშა "აწვებოდა" არც ნამდვილი ევროპაა და არც დემოკრატია, არც სარკოზია დემოკრატია,არც ბერლუსკონი,არც მაკრონი,არც ბუში, არც ტრამპი და არც ამერიკელი სენატორები მაკკეინის თამადობით?! როგორ უნდა აუხსნა ეს ყველაფერი?!წაიკითხონ სპეციალური ლიტერატურა ამ ვაჟბატონებმა და გაიაზრონ რა არის ნამდვილი ევროპული ფასეულობა, მაგრამ გგონია მათ კითხვა აინტერესებთ?!ის,რომ არ გინდა ვინმე დაიჩაგროს, რატომ უნდა ნიშნავდეს,რომ შენ ენჯეოშნიკი ხარ და ფინანსური დაინტერესება გაქვს?! საქმე იმაშია,რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე აზროვნებენ, დიდი ალბათობით თავისი თავით საზღვრავენ! როგორც ჩანს მართალია ფრაზა-"Каждый понимает по мере своей испорченности"...აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპის და ამერიკის პოლიტიკური ელიტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ ნიშნავს რუსეთის მიმართ თბილ გრძნობებს და პუტინის სიყვარულს... რადგან რუსეთი ვახსენე აუცილებლად უნდა ვთქვა: გეცოდინება ჩეჩნეთში რომ ჰომოსექსუალებს პირდაპირ კლავენ... რამოდენიმე თვის წინ სტატია იყო ამ თემაზე და უნდა გენახა ჩვენი "ქართველობის" დამცველები კადიროვს როგორ აქებდნენ..."კადიროვი მაგარია!","ეს კაცი შემიყვარდება!","აქაც ასე უნდა იყოს!" და ა.შ...გესმის რაზე ვსაუბრობ? დავიწყოთ იქიდან,რომ ადამიანის მოკვლას როგორ უნდა მიესალმო??? მითუმეტეს თავი მართლმადიდებლად რომ მოგაქვს?მეორეც, კადიროვს როგორ აქებ? კადიროვს, რომელსაც იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი,რომ...ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,რა განცხადებები აქვს მას საქართველოს მიმართ გაკეთებული... გეხსომება ალბათ, მისი სიტყვები,საქართველო და უკრაინა რუსეთის თავის ტკივილია და ამ პრობლემებს უნდა მივხედოთ, მითუმეტეს, საკმარისზე მეტი სამხედრო რესურსი გვაქვსო...და ასეთ ნაძირალას რომ შეაქებ? ადამიანს, ვისთვისაც კადიროვი სამაგალითოა,რა უფლება აქვს საქართველოზე და სამშობლოს სიყვარულზე ისაუბროს??? ამაზრზენია!!! მოკლედ,ჩვენს საზოგადოებაშია ბევრი პრობლემა:გაუნათლებლობა, მომხვეჭელობის სურვილი, ინდიფერენტულობა,მერკანტილიზმი და ა.შ...ასეთმა ადამიანებმა რა სახელმწიფო უნდა შექმნან?რა საზოგადოება უნდა ჩამოაყალიბონ? გოგონა, რომელიც იძახის,რომ მისი მთავარი მიზანია მდიდარზე გათხოვება..ხოლო ბიჭისთვის-მდიდარი ცოლის მოძებნა,რომ შემდეგ უპრობლემოდ მოიხმაროს წამალი და აზარტულ თამაშებში ფული ფლანგოს... აი ეს არის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი! გახსოვს ხომ 2008 წლის აგვისტო? ხალხის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გაქცევასა და ქონების გაზიდვაზე ფიქრობდა.. საქართველო ვინმეს ახსოვდა??? რასაც ვწერ, ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან პათეტიკურად ან იდეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ... მესმის, ცალკეულ ჩვენთაგანს გლობალური ცვლილებების მიღწევა არ შეგვიძლია, ვერც სამყაროს შევცვლით და ვერც პოლიტიკოსებში გავაღვიძებთ სინდისის გრძნობას, მაგრამ ის მაინც ხომ შეგვიძლია,რომ ერთმანეთის მიმართ მეტად ტოლერანტულები ვიყოთ,არ დავჩაგროთ მეორე ადამიანი, გული არ ვატკინოთ?!ხომ შეიძლება ვცადოთ?! შევძლოთ განსხვავებულის გვერდზე თანაცხოვრება კონფლიქტის და აგრესიის გარეშე!!!მეტი არაფერი... წინა კომენტარში წერდი, ყველაფერი სექსუალური ინსტინქტების დონეზე არ უნდა იყოსო... აბსოლუტურად გეთანხმები,თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი თავისი კონკრეტული საქციელის გასამართლებლად პირდაპირ აცხადებს ხოლმე:"რა ვქნა, კაცი ვარ და თავი ვერ მოვთოკე"-ო...ზემოთ ხსენებულ მამაკაცთა დამცველებიც იგივეს იმეორებენ ხოლმე! მგონი ამ ყოველივეს უკან სექსუალური ინსტინქტები იგულისხმება, ასე არ არის?!.. კიდევ ერთი საკითხი,გიწერია,რომ უმცირესობებს,ვისი დაცვის მოთხოვნითაც გამოდიხარ თავიანთი სახელმწიფოები აქვთო...მე პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს (სომეხი,ქურთი და ა.შ.), რელიგიურ უმცირესობებს და სექსუალურ უმცირესობებს ვგულისხმობდი.რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელ ჩინელებს,ინდოელებს და სხვებს, მესმის,იმის ფონზე,რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გასულია,აქ დარჩენილებს არ სიამოვნებთ ამ ადამიანების ხილვა, მაგრამ მაშინ გამოსავალი რა უნდა იყოს? საზღვრების ჩაკეტვა??? მაშინ ქართველებიც ნუ მიდიან უცხოეთში...კი, გარკვეული კატეგორია იქ მოხუცს უვლის,მაგრამ რამდენი ადამიანია კრიმინალით დაკავებული? ხომ ვიცით,ქურდობების,ყაჩაღობების და ა.შ. არაერთი ისტორია...იმ უცხოელებსაც არ სიამოვნებთ იქ ქართველები...ასე არ არის?! შემოთავაზებულ საკითხავ ლიტერატურას რაც შეეხება, დიდი მადლობა, მიხარია,ჩვენს დროში, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია წიგნებს კითხულობენ.ფროიდზე რა ვთქვა... ყველა გამოჩენილ პიროვნებასთან დაკავშირებით არ არსებობს ცალსახა აზრი.გამონაკლისი არც ფროიდია.ელემენტარულად, ფრანგები ჯერ კიდევ არკვევენ,თუ ვინ იყო ნაპოლეონი:გმირი თუ ანტიგმირი,ასე რომ...ეს ყველა სახელგანთქმული ადამიანის ხვედრია!ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გისურვო წარმატებები! ვხედავ, რომ ინტერესიანი ადამიანი ხარ, კითხულობ... ახლა ეს დიდი იშვიათობაა, მითუმეტეს ჩემს თაობაში (თუმცა, მგონია, რომ შენ ჩემზე უფროს თაობას მიეკუთვნები.) მიხარია, რომ ჩვენი დისკუსია, სიმძაფრის მიუხედავად მშვიდად დასრულდა.ვხედავ,იმის გათვალისწინებით, რომ მე და შენ განსხვავებული მსოფლმხედველობა გვაქვს, ორივეს შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე.ეს კი მთავარია!!! ჩემი მხრიდან მეც გიდასტურებ პატივისცემას!გაიხარე!
23:12 / 30-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546
არ ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას.ისედაც ცხადია ჩვენ სხვადასხვა კუთხიდან ვუყურებთ ღირებულებებს.ისიც იგრძნობა,რომ გარშემომყოფები ჭკუას გეკითხებიან))). მშვენივრი ორატორული და მანიპულაციის ნიჭი გაქვს (რადგან მე ვთქვი,ჯვრის ზიდვა მოუწევსთქო.ე.ი.შეგუება.მაინც წერილის ნახევარი მიუძღვენი,ხომ არ მოკლავსო.მე ვთქვი,ოჯახს მნიშვნელობა აქვსთქო.არ მითქვამს,ვისაც შიგნიდან აქვს,იმის გადაკეთება შეიძლებათქო.მედავები,იმაზე რაც არ მითქვამს.იქნებ ისიც თქვაო...))) . ერთი ამბავი გამახსენა შენმა წერილმა. დიდრო მეფის კარზე რაღაც იდეას იცავდა.იმდენად დამაჯერებელი იყო,რომ მეფე და დამსწრეები აღფრთოვანებულები ხტუნაობდნენ.რომ ჩაცხრა აღტაცება,დიდრო მიუბრუნდა მეფეს და უთხრა.თქვენო ბრწიყნვალებავ,ეხლა ამავე იდეის სისულელეში დაგარწმუნებთო.იმის თქმა მინდა,რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,როგორ მიაწვდი ხალხს და ის მიხვდება თუ არა.მეფე გაბრაზდა,მიხვდა რომ სულელად თვლიდა.განყენებულად რომ შეხედო,თითქოს შენ წერილში მოწოდებულიც სწორეა.მაგრამ სიღრმეებში თუ ჩავალთ და ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ,დავინახავთ რომ კატასტროფის წინაშე ვართ.ბევრია ასეთი ფაქტორი.ერის ყოფნა-არყოფნაზე დავწერე.ბევრს ეგეც არ ანაღვლებს,მარტო თავისი პირადული უნდა.პიროვნული თავისუფლებაც საფრთხის წინაშეა.მთელ დემოკრატიულ სამყაროში დემოგრაფიული პრობლემაა.ამას აღარავინ მალავს.ეკონომიური სიტუაციის შენარჩუნება ხდება ემიგრანტების ხარჯზე.ესენი ძირითადად მუსულმანები არიან.რადგან ადგილობრივი არ მრავლდება.ევროპაში უკვე ყველა ხვდება,რომ თუ ასე გაგრძელდა,მუსულმანები იქნებიან უმრავლესობაში.მათ სულ არ აინტერესებთ ევროპული ღირებულებები.როგორც ინგლისის ერთ-ერთმა მუსლიმმა ლიდერმა განაცხადა,როცა უმრავლესობა ვიქნებით,თქვენივე დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე მოვითხოვთ რეფერენდუმს შარიათის კანონების შემოღებაზეო.(მათი ერთ-ერთი რუპორია ტარიკ რამადანი.ცბიერი და ჭკვიანი ინტელექტუალი.გეცოდინება Таки́я-ს მნიშვნელობა.რუსულ განმარტებაში ცოტა მსუბუქადაა,ნახე სხვა ენებზე taqiyya).ეს იმას ნიშნავს,რომ ყველა დაემორჩილება მათ კანონებს.ჰომოსექსუალიზმიც,ფემინიზმიც და კიდევ ბევრი რამ უკან დარჩება. ჯიზიაც გეცოდინება რა არის.ეს შეიძლება 50 წელში არ მოხდეს,მაგრამ აქეთ მიდის.ბიზანტიასაც არ ეგონა.ლიბანში და სირიაშიც უმეტესობა ქრისტიანები იყვნენ.იმიტომაა,ნაციონალური მოძრაობები იზრდება,რომ როგორმე შეაჩერონ ეს პროცესი.იმდენად რელიგიური მოტივი არაა,რამდენადაც ღირებულებრივი.ბევრი რამის და ღირებულებების გადახედვა მოუწევთ.მათ შეიძლება თავს უშველონ და მოახერხონ რამე,მაგრამ ჩვენ მაგის დრო არ გვაქვს.ეგ თავუსფლება,რომლითაც ეხლა ბოჩოლებივით ვართ აღტკინებულები,ხელებში შემოგვადნება.’’პროგრესულებს’’ რომ ჰგონიათ,შვილების კეთილდღეობისთვის აკეთებენ,პირიქით გამოუვათ.ჩვენ შვილებს თავდაცვის ინსტიქტი დაკარგული აქვთ.მარტო სიამოვნებაზე,პლანზე,სექსზე და ა.შ. ფიქრობენ.ჩვენი შთამომავლობა გადავა უცხოთა ყაიდაზე და მათი კანონებით აცხოვრებენ.კარგია უკიდეგანო თავისუფლება,როცა უტოპიის კუნძულზე ხარ.გეთანხმები,21-ე საუკუნეში ადგილი არ უნდა იყოს...მაგრამ ეგ მხოლოდ კეთილი სურვილებია.დღესაც ისევე ყიდიან მონებს,როგორც ყიდიდნენ.ისევ ხოცავენ რელიგიისთვის.ისევ ხოცავენ მიწისთვის.ხალხს ორგანოებისთვის და ჰარამხანებში ყიდიან.და ეს ხდება ყველგან,მათ შორის ამერიკაში და ევროპაშიც.ჩვენ ვერ შევცვლით მსოფლიოს.სანამ ჰარმონიას მიაღწევს მსოფლო,ჩვენ ბოლოს მოგვიღებენ.არის “გამოსავალი“,მივყვეთ დინებას.ჩვენი შთამომავლების ჯანსაღი ნაწილი, ვინც ფიზიკურად გადარჩება, ქართველი აღარ იქნება.დემოკრატიაზე რომ დებენ თავს,მსოფლიო ლიდერები და ორგანიზაცები,არ იცოდნენ ერთი კვირის წინ რომ “გამჟღავნდა“ მონებით ვაჭრობა? არ იციან ნარკოტიკების მოძრაობა ?ყველა ხელს ითბობს. რუსეთი რომ გვხოცავს,მარტო აღშფოთებულები არიან.ყველა თავისი კლანის ინტერეს იცავს.როგორმე უნდა დავიცვათ თავი.. მით უმეტეს ჩვენ რეგიონში.სადაც გულჩვილობა და გრძნობების გამოხატვა სისუსტედ ითვლება.მეზობელ ქვეყნებში დღესაც ყავთ ჯაჭვზე დაბმული მონები.სადაც ყველა ომისთვის ემზადება,ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად.ჩვენი პეროგათხრილები გაუწევენ წინააღმდეგობას? კიდევ მრავალი რამაა გასათვალისწინებელი...ყველას ვცემ პატივს,მაგრამ თავი გაგვჭირვებია.წითელ წიგნში შესატანებიღა დავრჩით.ყველა იმ უმცირესობას,რომელის დაცვაც იგულისხმე,თავისი სახელმწიფო აქვს,სადაც თითქმის 100% არიან და 100-ჯერ ჩვენზე მეტნი.თუ აქ მყოფები ჩვენ კულტურას და ენას მიიღებენ,მათ ერს არაფერი დააკლდება.კომუნიტარიზმი დაგვღუპავს.როგორც თქვი,“კარგი პერსპექტივა ნამდვილად არ გვიჩანს“,მაინც ვიღუპებით და ყველა ამქვეყნიური ცოდვებით ვისიამოვნოთ და ყველას ვასიამოვნოთ,კარგად მაინც გაგვიხსენიებენ))). რაც შეეხება ფროიდს,უბრალოდ გასართობად და ტვინის გასახალისებლად წაიკითხე ფრანგი ფილოსოფოსის Michel Onfray-ს “Le Crépuscule d'une idole“ და “ le livre noir de la psychanalyse“.ევროპულ ენებზე ნახავ.კარგადაა ახსნილი როგორ გახდა “ფსიქოანალიზის მამა“. პატივისცემით 546
05:09 / 30-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546-ს
მიხარია,რომ შენი ბოლო კომენტარი(წინა კომენტარებთან შედარებით) რაციონალიზმთან მიახლოვებულია, თუმცა... გეთანხმები,ნამდვილად გაბრაზებული ვწერდი, რადგან ვთვლი,რომ 21-ე საუკუნეში ადგილი არ უნდა იყოს ჩაგვრისთვის,მათ შორის უმცირესობების(რელიგიური, სექსუალური, ეროვნული თუ პოლიტიკური.).რათქმაუნდა, ჩაკეტილ სივრცეში ვისაც ვისთან აქვს სურვილი, იმასთან უნდა ჰქონდეს სექსი, თუმცა რეკლამაში რას გულისხმობ? ადამიანი თუ ხმამაღლა აცხადებს,რომ გეია და ითხოვს, რომ საზოგადოებამ ის ისეთი მიიღოს, როგორიც არის,ეს რეკლამაა? ბევრი შენს მსგავსად მოაზროვნე ადამიანისგან გამიგია:"ფუ,ეს საზიზღარი ჟურნალისტები, რატომ იწვევენ გადაცემაში ცისფერებს, რატომ უკეთებენ მათ რეკლამას?" ხალხნო,გეის გადაცემაში მოწვევა,მისი რეკლამაა? გადაცემებში ე.წ. "ბომონდის" წევრებს რომ იწვევენ და ისინი თავიანთ მუსიკალურ კლიპზე ან რაიმე მსგავსზე საუბრობენ,ეს რეკლამაა?ან პოლიტიკოსი თავის "ხედვას" რომ აყალიბებს,ესეც რეკლამაა? მაშინ მოვითხოვთ ყველანაირი ტოკ-შოუს (პოლიტიკურისაც და გასართობისაც) გაუქმება, რადგან ნებისმიერი მოწვეული სტუმარი აღიქმება, როგორც რეკლამის ობიექტი!ლოგიკურია,არა? მაშინ რა აზრი აქვს ნებისმიერი სახის გადაცემას?!გასართობ გადაცემებში ე.წ. ცნობადი სახეები მოყავთ, რომლებიც ან მორიგ ქმარს (ცოლს) დაშორდნენ,ან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს ან კიდევ რაიმე... უცნობი პიროვნება რომ მოიწვიონ,ვინ ნახავს მათ გადაცემას?! საინტერესოა,იმ ადამიანებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გეების რეკლამა და პროპაგანდა მიმდინარეობს, იციან თუ არა ამ სიტყვების მნიშვნელობა? კანონის წინაშე ყველა თანასწორია,ხომ ასეა? ჰომოსექსუალიც, ჰეტეროსექსუალიც,დაბალიც,მსუქანიც, ჭკვიანიც და უჭკუოც! ასეა ხომ? მაშინ რა პრობლემაა, იმაში, რომ გეიმ ტოკ-შოუში ხმამაღლა თქვას თავის ორიენტაციაზე,ან განაცხადოს,რომ ჰყავს პარტნიორი და მასთან ბედნიერია?! უამრავი ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი ხომ პირდაპირ ამაყობს, რომ ბევრი ქალი ჰყავდათ, თავიანთ თავგადასავალებს უზიარებენ ფართო საზოგადოებას სხვადასხვა ინტერვიუებსა და შოუებში... მათ თუ აქვთ ამის უფლება,გეის რატომ არ უნდა ჰქონდეს?!სად არის მაშინ თანასწორობა?! საქმე აი ამაშია!არ შეიძლება კანონი შერჩევითი იყოს!!! ისედაც საკმარისად ბევრი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ვინც შერჩევითი სამართლის "სამართლიანობა" საკუთარ თავზე იგრძნო! უამრავი შემთხვევა, როდესაც კანონი მთელი სიმკაცრით რიგით ადამიანებზე მოქმედებს და არა ყველაზე,მათ შორის ჩინოვნიკებზე, ყოფილ ჩინოვნიკებებზე,მათ ახლობლებზე და ა.შ...ადამიანურ ურთიერთობებში მაინც არ იყოს ორმაგი სტანდარტი და შერჩევითობა!!! რისი უფლებაც ჰეტეროსექსუალს აქვს,ჰომოსექსუალსაც იგივე უნდა ჰქონდეს! იმის აღიარება, რომ გეი ხარ,ეს ჰომოსექსუალიზმის რეკლამა არ არის, არც ის არის პარტნიორი ქალების მუდმივი ცვლის პროპაგანდა, როდესაც ვიღაც აცხადებს, რომ მას ერთი ქალი არ ჰყოფნის... ვინმე ხომ არ მოუწოდებს ფართო საზოგადოებას, რომ მიდით, ქალები მუდმივად იცვალეთ ან სექსუალური ორიენტაცია შეიცვალეთ... არის სადმე მსგავსი მოწოდება??? რეკლამაო,რომ წერ, საინტერესოა,რა სახით ხდება ეს რეკლამირება?ის გეი, რომელიც აცხადებს, რომ გეია,თავისი ორიენტაციის უპირატესობაზე საუბრობს? ამტკიცებს,რომ ჰომოსექსუალიზმი პროგრესულია,ხოლო ჰომოსექსუალები უფრო ჭკვიანები ან ლამაზები არიან, თუ უფრო დიდხანს ცოცხლობენ??? ასეთი სახის რეკლამაა??? ბოლოსდაბოლოს სარეცხის ფხვნილის რეკლამაზე ხომ არ ვსაუბრობთ?!-გამოიყენეთ, რომელიღაც კონკრეტული ფირმის სარეცხის ფხვნილი და მაგრად ჩამჯდარი ლაქები ამოვა! ფხვნილის შემთხვევაში ლაქების ამოყვანის პერსპექტივით იზიდავენ საზოგადოებას, ხოლო იმის თქმით,რომ ვიღაც გეია, რითი ხდება ადამიანების მოზიდვა,რა პერსპექტივით???არსად არ ხდება მოწოდება, წადით ხალხნო ორიენტაცია შეიცვალეთო და არც ვინმეს მიბაძვით ხდება ვინმე ცისფერი და არც მოწოდებით!!!რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! საჯარო სივრცეში კი თავისი ინტიმური ცხოვრების დემონსტრირება, არც გეისთვის არის დასაშვები და არც ჰეტეროსექსუალისთვის!არც გეი წყვილი არ უნდა დაკავდეს სექსით ქუჩაში ან სკვერში და არც ჰეტეროსექსუალი წყვილი! ამაზე საერთოდ ვინ კამათობს?! შთამომავლობას რაც შეეხება:კი ბატონო, ყველა მშობელს უნდა, რომ შვილი ჭკვიანი იყოს, ლამაზი და ბედნიერი, მაგრამ თუ შვილს გარკვეულ ასაკში აღმოჩნდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, მშობელმა შვილი უნდა დაკარგოს? თუ იმის გამო, რომ შთამომავლობა უნდა, ამიტომ საწინააღმდეგო სქესის ადამიანზე დაოჯახება აიძულოს?! მშობლისთვის ამოსავალი შვილის ბედნიერება უნდა იყოს და არა საკუთარი ეგოისტური სურვილები!!! უამრავი მშობელია ჩვენთან, რომელიც ეგოისტური სურვილებითაა შეპყრობილი! რამდენი ადამიანისგან გვესმის:"დედ-მამას უნდოდათ სამედიცინოზე რომ ჩამებარებინა,მეც ამიტომ ჩავაბარე!","მშობლებმა ის გოგო ცოლად არ მომაყვანინეს, იმიტომ რომ ბავშვიანი იყო!"და ა.შ...აი ამ ეგოიზმზე ვსაუბრობ, რომელსაც ნამდვილ სიყვარულთან საერთო არ აქვს! თუ მშობელს შვილი ნამდვილად უყვარს,მას შვილის ბედნიერება უნდა,და თუ შვილი ბავშვიან ქალთან იქნება ბედნიერი, მშობელი ამ ფაქტს უნდა შეეგუოს,ასევე უნდა შეეგუოს შვილის ორიენტაციას, იმიტომ რომ სექსუალური ორიენტაცია არ არის განკურნებადი, ადამიანი ასეთი იბადება! რათქმაუნდა ადამიანს უნდა შთამომავლობა, მაგრამ თუ თავს იქით არ არის ძალა? რამდენი ტრადიციული ორიენტაციის ოჯახია, რომელთაც შვილები არ ჰყავთ?რა უნდა ქნან მათ?ოჯახი დაანგრიონ და სხვა პარტნიორები ეძებონ,იმის გამო რომ საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა? მაგალითად,მე რომ გავიგო,რომ ჩემი ქმარი, რაღაც მიზეზის გამო უშვილოა, იმის გამო,რომ შვილები მინდა,მას უნდა დავშორდე? ადამიანთან ხომ ოჯახს სიყვარულით ქმნი...ვერ წარმომიდგენია, ამის გამო,ადამიანი მივატოვო! ყველაფერი გამრავლების და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების დონემდე ხომ არ უნდა დავიყვანოთ? მაშინ სად არის სიყვარული, ურთიერთგაგება,ადამიანობა?!ეს ხომ ნებისმიერი ოჯახის საფუძველია?! ყოველთვის გული მწყდება ხოლმე, როდესაც ვიგებ,რომ ვიღაც კაცმა ცოლი იმის გამო მიატოვა,რომ ქალი უშვილო იყო! პირველი ჩემი რეაქცია ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე:"ე.ი ცოლი არ უყვარდა!" რადგან როდესაც ადამიანი გიყვარს, ღებულობ მას,ისეთს როგორიც არის!ეს ცოლ-ქმარსაც ეხება და მშობლებსაც!მშობელს შვილი იმის გამო უნდა უყვარდეს,რომ შვილი ლამაზი ან ჭკვიანია?ან იქნებ იმის გამო, რომ ის ჰეტეროსექსუალია?ფროიდს რაც შეეხება:ფროიდის ავტორიტეტის შეფასება არც ჩემი პრეროგატივაა და არც შენი,ის ჩვენზე ბევრად კომპეტენტურმა პირებმა შეაფასეს,"ფსიქოანალიზის მამა"-ც ტყუილად არ ეწოდა, იცოდა რა ნებისმიერი ადამიანის მიდრეკილება მანკიერებისადმი...რა ცოდვები ჰქონდა ფროიდს არავინ იცის,არავინ იცის რა მოუგონეს მას მოშურნეებმა, სხვადასხვა სახის პროპაგანდისტებმა(მოგეხსენება, ფროიდს საბჭოთა კავშირში არ სწყალობდნენ, რადგან მისი კონცეფციები "საბჭოთა ადამიანის" მორალურ სახეში ვერ ჯდებოდა!) და ა.შ...მე ფროიდის, როგორც კერძო ადამიანის,ინტერესებს არ ვიცავ, მაგრამ აუცილებლად მივიჩნევ ავღნიშნო და ვიკითხო:რა ვიცით ჩვენ სხვა ღვაწლმოსილი ადამიანები (მათ შორის ქართველები) პირად ცხოვრებაში როგორ იქცეოდნენ?რა ვიცით ჩვენი მეფეები სახელმწიფო საქმეების მიღმა როგორ ლაღობდნენ?რა ვიცით მათი ფანტაზიების შესახებ? ფროიდი-ადამიანი,როგორი ზნეობის იყო,ეს სხვა საკითხია,ხოლო ფროიდი, როგორც მეცნიერი, სულ სხვა თემაა! სხვათაშორის, ფროიდს ადრეც და ახლაც ბევრი იმის გამო აკრიტიკებს,რომ მისი შრომები ზუსტად გადმოსცემენ ადამიანის შინაგან ბუნებას, დაფარულ მხარეებს...რას ვიზამთ, სიმართლე ზოგჯერ მწარეა! გეთანხმები, ჯანსაღ ცხოვრებას ნამდვილად სჭირდება პროპაგანდა!ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაში ვართ, ალკოჰოლზე აღარ ვსაუბრობ, რამდენი ნარკომომხმარებელი გვყავს, ძნელი მისახვედრი არ არის... ფიზიონომიაზე ეტყობოდათ... გამრავლება და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება კარგია (იმას თუ გავითვალისწინებთ,თუ რამდენი ადამიანია წასული საქართველოდან და დიდი ალბათობით არც დაბრუნდებიან უკან!), მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია! ოჯახს თუ არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ძნელია მეორე ან მესამე შვილის გაჩენა მოსთხოვო! მოკლედ, კარგი პერსპექტივა ნამდვილად არ გვიჩანს, რადგან ჩვენი ეკონომიკა რა დღეშიც არის, მგონი შენც კარგად იცი! ნორმალურ ქვეყანაში კი ყველაფრის ბაზისი გამართული ეკონომიკაა! ასე რომ არც ვიცი, რა ვთქვა კარგი და იმედისმომცემი ამ კუთხით... კარგი მაშინ, მგონი დეტალურად განვმარტე ყველაფერი! დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის,შენც ღმერთმა მოგიმართოს ხელი! ბედნიერებას გისურვებ! P.S. ჩემს კომენტარში, არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირებზე საუბრისას დაუფიქრებლად ყველა მათგანი "ცისფერად" და "გეით" მოვიხსენიე,რაც ჩემი მხრიდან მათი ცალმხრივ ჭრილში განხილვაა, თითქმოს არატრადიციული ორიენტაცია მხოლოდ მამაკაცებს შორის შეიძლება არსებობდეს,რაც მოგეხსენებათ, სიცრუეა! არატრადიციული ორიენტაცია ქალებშიც არის, თუმცა მე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუფიქრებლობის გამო არსად მიხმარია ტერმინი "ლესბოსელი",რაც ჩემი მხრიდან შეცდომა იყო! ბოდიშს ვიხდი ამის გამო!
20:16 / 28-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546
ფრიად ვიხალისე))) ერთი ამოსუნთქვით დაწერილი წერილი იყო.ეტყობა წერისას, პირიდან და ყურებიდან ცეცხლი გაგდიოდა))) წერილის პათოსს შეეფერებოდა,ბოლოში მიგrწერა ‘’აი ასე’’ (Вот так). დაწყნარდი,არ ვარ აგრესიული.როგორც უკვე ვთქვი,ჩაკეტილში რაც უნდა ქნან.რეკლამები არ არის საჭირო.წერილის სტილმა დამარწმუნა,რომ არ ხარ მაგ ოჯახის წევრი))).ამიტომ კარგად დაფიქრდი,რამდენად სასიამოვნო იქნება,შვილი რომ მასეთი გყავდეს.თუ გყავს,სხვა რა გზა დაგრჩენია,უნდა ზიდო შენი წილი ჯვარი.მაგრამ მძიმე იქნება.არა იმიტომ,რომ სხვა რას იტყვის,ბუნება თავისას ითხოვს და შენც მოგინდება შთამომავლობა.(აქ პირდაპირ ნუ გაიგებ,შენ შეიძლება არ გინდოდეს,მაგრამ ადამიანების უმეტესობაში არის ჩადებული.ეს ბუნებაში მისი რასის გადარჩენის ინსტიქტია.რომელი ერიც და ცხოველთა სახეობაც კარგავს ამ ინსტიქტს,ის ქრება) . თან თუ მთლად საქართველოს მტერი არ ხარ, მიხვდები (გეტყობა აზროვნებ),პატარა ერი ვართ,ისედაც არ ვმრავლდებით და სულ გადავშენდებით.აღზრდას და გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.როდისმე მიხვდები,რომ არსებობს უფრო დიდი ღირებულებები,ვიდრე ყველაფრის სექსუალობამდე დაყვანაა.ისე მთლად ფროიდსაც ნუ დაუჯერებ,უაღრესად გარყვნილი პიროვნება იყო.ყველა თავისი პაციენტი ოპიუმზე შესვა და არც ინცესტი იყო მაგისთვის უცხო.შინაურს და გარეულს ვერ ასხვავებდა.ცოლი ერთ ოთახში ყავდა და კაბინეტში ცოლის დას ‘’ქინძავდა’’. ‘’ბოროტი ენები’’ იმასაც ყვებოდნენ,რომ ერთ მეცნიერ კაცთან საუბრისას ,ისე მოეძალა მის მიმართ სექსუალური ლტოლვა,რომ გაითიშა და სკამიდან გადმოვარდაო.რატომ და როგორ გადაურჩა პოლიციას თვითონ და მაგისი ზოგიერთი ნაშრომი (ბევრი მეცნიერის კრიტიკის მიუხედავად),ეგ ცალკე თემაა.ეს ისე,მცირე გადახვევა იყო.ალბათ ჯობია ოჯახის,გამრავლების და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა გავწიოთ,რომ ჩვენი ისტორიული სივრცე ჩვენვე შევავსოთ.წინააღმდეგ შემთხვევაში,გავქრებით.დიდად კაცთმოყვარე ჩანხარ და იმედია,სულ ცოტათი მაინც დაგწყდება გული,თუ საქართველო აღარ იარსებებს.თუ როგორც ქართველების გაქრობის გამო არა,უბრალოდ,როგორც დედამიწაზე, რომელიმე ‘’სახეობის’’ გაქრობისთვის.მართალია აკრძალურ და ‘’აგრესიული უმცირესობის’’ მეთოდებს იყენებ საუბრისას,მაგრამ გეტყობა ჭკვიანი გოგო (მგონი არ ვცდები) ხარ.იმედია ეგ ლოგიკური აზროვნება დაგეხმარება ლაბირინთის ბოლოში გასვლაში.ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
18:36 / 25-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546-ს
რადგან მე დავწერე,რომ "მკვლელი"-კრიმინალია,ხოლო მკვლელობა-დანაშაული, "ჰომოსექსუალიზმი" კი არ არის დასჯადი და დანაშაული-ამიტომ მეც გეი ვარ?! იმის აღნიშვნა,რომ "მკვლელს"(და საერთოდ დამნაშავეს) და ჰომოსექსუალს ერთნაირი ტვინი და ფსიქიკა ვერ ექნება,ეს იმის დასტურია,რომ მეც ჰომოსექსუალური მიდრეკილებები მაქვს?! რაზე უნდა გელაპარაკო?! შენი პრიმიტიული აზროვნება თავად ყველაფერზე მეტყველებს! შენი მოსაზრებით სამყარო ორ პოლუსიანია?! შენი ინტელექტი აქედან ჩანს! გემახსოვრება ალბათ წინა მთავრობა,და ისიც გემახსოვრება,რომ პოლიტიკურ ტოკ-შოუებში მოწვეული სტუმრისთვის სავალდებულო კითხვა იყო:"აღიარეთ პირდაპირ ეთერში, რომ რუსეთი-ოკუპანტია!"...და თუ ვიღაც ამას ხმამაღლა, კამერების წინ არ იტყოდა,იმ ადამიანს მაშინვე "რუსეთის აგენტის" იარლიყი ეკერებოდა!ვითომ არ შეიძლებოდა,პიროვნებას არ ჰქონოდა სურვილი პირდაპირ ეთერში რუსეთისთვის დედა ეგინებინა,ისე რომ პუტინისა და კრემლისგან ფული არ აეღო...აი ეს არის ბოლშევიკური აზროვნება, რომელიც ლენინმა,სტალინმა და მათმა გარემოცვამ დაამკვიდრა: ვიღაც თუ ისე ვერ იქცეოდა, როგორც სტალინს სურდა,ის ადამიანი იმწამსვე ტროცკისტად,სიონისტად და ამერიკის აგენტად იხსენიებოდა...ბოლშევიკური აზროვნება დღემდე გრძელდება ჩვენთან და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რომელი მთავრობის მომხრეა:მიშასი,ბიძინასი თუ ისევ ზვიადის...გგონივარ გეი?!-რა პრობლემაა,თუ გინდა იფიქრე, რომ მარსის მკვიდრი ვარ!ის ბრაზობს და აგრესიულად იხსენიებს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, ვისაც თავად აქვს ამ სფეროში პრობლემა, ვინც თავად არის ჰომოსექსუალი, ოღონდ ლატენტური!!!!!! ლატენტურმა ჰომოსექსუალებმა მშვენივრად იციან,საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა მიმართ, შესაბამისად იმის გამო, რომ არ შეუძლიათ თავის წარმოჩენა,იბოღმებიან, აგრესიულები ხდებიან და ამ თავის ბოღმას თავისივე ორიენტაციის თანამოძმეებზე ანთხევენ! ცნობისთვის, ტერმინი "ლატენტური ჰომოსექსუალიზმი" ახლა არ გამოგონილა და არც ენჯეოშნიკებს მოუგონიათ,ეს ცნება პირველად ფროიდმა აღწერა!!!!ასე რომ, ვხედავ რა შენს აგრესიულ რიტორიკას ჰომოსექსუალების მიმართ,ვასკვნი,რომ დიდი ალბათობით შენც ჰომოსექსუალი ხარ-ლატენტური ჰომოსექსუალი!!!!! სხვათაშორის,ამ რამოდენიმე დღის წინ იწერებოდა,თუ როგორ შეუსწრეს კაცთან ამერიკელ პოლიტიკოს მამაკაცს,რომელიც გეების წინააღმდეგ ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა... შეგიძლია დაგუგლო და მოძებნო... ჩვენთანაც ასეა საქმე!!! მამათმავლები რაღაცას ბლოკავენ და ამას ვამტკიცებო,წერ...შენ იმას წერდი,რომ თუ ბავშვი მოსიყვარულე ოჯახში გაიზრდება, გეი ვერასოდეს გახდებაო...შენ ამ უტოპიას წერდი!!!რაზე უნდა გელაპარაკო?! ბარემ ზოგიერთივით ის დაწერე,რომ ჰომოსექსუალიზმისგან განკურნება წამლებით შეიძლება...მიდი კიდევ კარგად გვაჩვენე საკუთარი უვიცობა, კიდევ კარგად დაამტკიცე, რომ ლატენტური ჰომოსექსუალი ხარ!!! გიმეორებ,ის ვინც საკუთარ ორიენტაციაში დარწმუნებულია და ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვს, საერთოდ არ აინტერესებს,ვინ ცისფერია და ვინ იასამნისფერი, ხოლო ზუსტად იმას, ვისაც პრობლემები აქვს ზემოთ აღნიშნულ სფეროში,ის ახდენს თავისი პრობლემის ლუსტრირებას აგრესიით და ლანძღვით! 2×2=4
01:09 / 24-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546
აქ ამხელა არზა რომ მოარტყი...მამთმავლობაც ავადმყოფური ფსიქიკის შედეგია.სწორედ მაგას გეუბნებით,რომ გამოკვლევებს ბლოკავთქო.შენნაირები უვარდებოდნენ სამეცნიერო კონფერანციებზე მეცნიერებს,ვინც თქვენთვის არასასურველ დასკვნებს დებდა და თავპირს ამტვრევდით.სამწუხაროდ მდიდარი ლობი გყავთ და შედეგს აღწევთ.ალბათ ტრაური გაქვთ,დიდი დამფინანსებელი პიდარასტი Pierre Bergé გარდაგეცვალათ.სამწუხაროდ დრო დავკარგე,პიდარასტებზე გამოკვლევების მოძიებაზე (რამდენიმე ენაზე) და ვიცი რეებიც ხართ. (როგორც თვითონ წერ), შიგნიდან მოდის პიდარასტობა. რამდენი ხართ ასეთი, ვისაც შიგნიდან გაქვთ ?! 1-2% ; ხოდა ნუ გადაგვაყოლეთ დანარჩენები.გქონდეთ საიდანც და სადაც გაქვთ. აკეთეთ რაც გინდათ ჩაკეტილში და მოეშვით პროპაგანდას.თქვენმა მშობლებმა იამაყონ თქვენით.
21:16 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546-ს
"მკვლელის" და "მამათმავლის" ფსიქოლოგია და ტვინი განსხვავებული იქნება!ან როგორ ადარებ მათ ერთმანეთს??? მკვლელობა-დანაშაულია, კრიმინალი... არატრადიციული ორიენტაცია კი კანონით არ ისჯება (!),ეს ადამიანის უფლებაა, უნდა ქალთან ექნება სექსი, უნდა კაცთან ან თუ არ უნდა, საერთოდ არავისთან ექნება!თუ ადამიანი გეია, გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევს,მისი ორიენტაცია თავს იჩენს და ადამიანს შესაბამისი სექსუალური მოთხოვნილებები უჩნდება(ისევე როგორც ჰეტეროსექსუალს საწინააღმდეგო სქესის მიმართ),მკვლელი კი მკვლელობას მოთხოვნილებების გამო არ ჩადის,ისე არ ხდება, რომ ადამიანი ჟინმა და სურვილებმა აიტანოს,გავიდეს ქუჩაში და ვიღაც მოკლას!ადამიანს მკვლელად შემთხვევა აყალიბებს:ზოგი სიძულვილის გამო კლავს, ზოგი შურის,ზოგს ჩხუბში შემოაკვდება ვინმე,ან მოწმეს იშორებს თავიდან... დაქირავებული მკვლელისთვის,მკვლელობა ბიზნესია,ის მსხვერპლს არც იცნობს და არც სიძულვილი აქვს მის მიმართ...იმ შემთხვევაში თუ ადამიანი სხვებს უმიზეზოდ თავს ესხმის და კლავს,ეს უკვე სხვა საკითხია, აქ ავადმყოფ ფსიქიკასთან გვაქვს საქმე!...ასე რომ,მკვლელს და ჰომოსექსუალს ერთნაირი ტვინი ვერ ექნებათ.კი ბატონო, თუ ადამიანს კარგი და ყურადღებიანი მშობლები ჰყავს, დიდი შანსია ბავშვი ცუდ წრეში არ მოხვდეს,არც ქურდი გახდეს, არც მკვლელი და არც შანტაჟისტი, მაგრამ თუ ადამიანი გეია,ამაზე ვერც აღზრდა იმოქმედებს და ვერც თბილი ოჯახი,ეს ადამიანის შიგნიდან მოდის, სანაცნობო წრეს,სკოლას,ოჯახს ყოველივეზე გავლენა არ აქვს! ისევე როგორც ნიჭი, სხარტი გონება თანდაყოლილია,ასევე თანდაყოლილია სექსუალური ორიენტაცია,იმ განსხვავებით, რომ თუ მაგალითად მუსიკისადმი განსაკუთრებული ნიჭი ბავშვს შეიძლება 5-6 წლის ასაკში აღმოჩნდეს, ჰომოსექსუალური მიდრეკილებები ადამიანში, დიდი ალბათობით, მოზარდობის ასაკში ვლინდება!ასე რომ, გთხოვ, სანამ რაიმე თემაზე დაწერ,ჯერ კარგად გაერკვიე ვითარებაში,მოიძიე მასალა, წაიკითხე, დასკვნები გააკეთე და უკვე შემდეგ,წერე მტკიცებითი ფორმით!
17:39 / 17-11-2017
გამოხმაურება / 0 /
546
მამათმავლები ყველა მათ საწინააღმდეგო კვლევებს ბლოკავენ და ეს მსოფლიოს მასშტაბით.მკვლელებს დამცველები არ ყავთ,ამიტომ მათზე ჩატარებულ კვლევებს არავინ უარყფს.აქ მოყვანილი შემთხვევა შეიძლება მამათმავლობასაც ეხებოდეს …. ამერიკელმა მეცნიერმა(გვარს ვერ ვიხსენებ,თუმცა მოძებნა შეიძლება.დოკუმენტური ფილმია მის კვლევებზე), მკვლელების ტვინები გამოიკვლია და დამახასიათბელი ანომალიები აღმოაჩინა,ამის შემდეგ მან საკუთარი ტვინიც შეისწავლა,რადგან წინაპრებში მკვლელები ყავდა. აღმოჩნდა,რომ მასაც მკვლელისთვის დამახასიათებელი ტვინის ნაწილი ჰქონდა.როგორც თვითონ ახსნა: მას წინაპირობა ჰქონდა მკვლელი გამხდარიყო,მაგრამ არ გამხდარა,რადგან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა.მოსიყვარულე მშობლები ჰყავდა და სწორი ადამიანური აღზრდა მიიღო.გამგებმა გაიგოს...
20:08 / 15-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
ეჰ, ხატია, ჭკვიანად კი გინდა მოგვაჩვენო თავი, მაგრამ ელენტარული ლოგიკა არ გაქვს. ბიჭს რომ პომადა და თოჯინები აინტერესებს, ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ მასში ბუნებრივად სჭარბობს ქალური საწყისი. ამას ბრძოლით და აღზრდით ვერ მოერევით.
22:13 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ხატიას!
ხატია,რატომ თვლი, რომ ადამიანის ორიენტაცია მშობლის შეცდომაა? არატრადიციული ორიენტაციით იბადებიან,შემდგომ კი არ ხდებიან!ეს არჩევანი კი არ არის,რომ მაგალითად სამედიცინოზე ჩააბარო ან ფილოლოგიურზე...ადამიანს დაბადებიდანვე აქვს ჩადებული ეს კოდი და როდესაც განსაზღვრულ ასაკს აღწევს თავს წარმოაჩენს.არ ხდება ისე, როგორც მაგალითად კორკოტა და მისი მეგობრები ამტკიცებენ,რომ მიბაძვით შეიძლება ბავშვი ცისფერი გახდეს!რა უვიცობაა!მეგობრების მიბაძვით შეიძლება ბავშვმა ცუდად დაიწყოს სწავლა, მოწევას ან დალევას მიჰყოს ხელი, მაგრამ გეი ვერასდროს გახდება!ისევე როგორც გონებადახშული ადამიანი ვერასოდეს გახდება სხვისი მიბაძვით ჭკვიანი!!! ჭკვიანებად იბადებიან და არ ხდებიან!!!უამრავი შემთხვევაა, რომ მშობელი შვილს შთააგონებს კეთილი და გულისხმიერი იყოს, მაგრამ ბავშვი მაინც საწინააღმდეგო ხასიათის ყალიბდება!რამდენი მამა ცდილობს შვილი ვაჟკაცი და დამრტყმელი გაზარდოს,მაგრამ თუ ბიჭი შინაგან ლაჩარია,ის მაინც გადამწყვეტ მომენტში ბუჩქებში გაიქცევა!..ნუ პოპულისტობ,ხატია, ნუ ცდილობ ქულების დაწერას ასეთი თემებით, იყავი ის რაც ხარ! მესმის,მოგბეზრდა ყველა რომ გლანძღავდა იმის გამო, რომ დედამთილთან საქმეს ფეისბუქით არჩევდი ან შენს მატერიალურ მდგომარეობას რომ აფიშირებდი,მაგრამ ასეთი იაფფასიანი მეთოდებით არ არის საჭირო საზოგადოების გულის მოგება!ნუ ცდილობ "ტრადიციული","მოკრძალებული","მორწმუნე" გოგოს როლის მორგებას...ყველამ ხომ კარგად იცის როგორიც ხარ,არც მეხსიერების დაქვეითება სჭირს ვინმეს...ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენს ქმარ-შვილთან ერთად,მიხედე შენს საქმეებს და იმ თემებით ნუ აპელირებ რაშიც ვერ ერკვევი!P.S. გიყვარს ხოლმე იმის მტკიცება, რომ ხალხს შენი შურს,არ ვიცი, შეიძლება ბევრს შენი შურს კიდეც (შურიანებს რა გამოლევს...), მაგრამ მე მათ რიცხვში ნამდვილად არ შევდივარ!
22:26 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS