"რა არის ბედნიერება? ბედნიერებაა შეგრძნება იმისა, რომ რაღაც კეთილი საქმე გააკეთე. ვიღაც გზაზე გადასავარდნად გამზადებულს ხელი შეაშველე, ბედნიერებაა თავისუფლად, მისია შესრულებული, რომ მიდიხარ და სიამოვნების ღიმილი გაქვს ტუჩებზე, ბედნიერებაა, რომ ხარ ლაღი და შენს გულში მხოლოდ სიხარულია, ბედნიერებაა, როდესაც წარსულს მადლობას გადაუხდი და გაუშვებ, ყველას ყველაფერს აპატიებ და დაივიწყებ, გაუშვებ და განთავისუფლდები, ბედნიერებაა მთელი დედამიწა, რომ გიყვარს და მტერსაც კი სიკეთეს უსურვებ სიყვარულით და სიბრალულით ცხოვრება მშვენიერია,
ბედნიერებაა ყველაზე მთავარი-სიყვარული, უწყვეტი ციკლი და მარადისობის კანონი!!! სიყვარული უზენაესის და მადლიერება! ბედნიერებაა, როცა სუფთად შეინარჩუნებ სიყვარულს ყველგან, სადაც უფალი სუფევს....!!!!
მე თქვენ მიყვარხართ! ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი პატრონი მყავს! რომელიც ყველგან არის, რომელიც ჩემს გულშია! და ამიტომ მიყვარხართ თქვენ, ადამიანებო, რადგან ეს შეგრძნება არის ბედნიერება. რადგან მე მიყვარს ყოველი, რაც მამამ შექმნა, დიდმა აზროვნებამ, ყველაზე თბილმა და საყვარელმა...
ამიტომ მიყვარხართ. და თუ არ ვახსოვარ ვინმეს, და თუ განმიკითხავს ვინმე, და თუ დამაბრალა ვინმემ რაიმე, მადლობას გიხდით, რადგან ამას ნეტარებისკენ მიყავს ადამიანი!!! ვისაც სურვილი აქვს გაგების, გაიგებს, მიყვარხართ!"- წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, ეკა კვალიაშვილის ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია, ის სახლ-კარის გარეშე დარჩა.