31 ოქტომბერი, 2017
ცისნამი საყვარლიშვილს ტიტული ჩამოართვეს
რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სილამაზის კონკურსზე „მის ტურიზმი“, მთავარი პრიზის და „მის სიკეთის“ ტიტულის მფლობელი გახდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გამოეხმაურნენ, მსახიობმა იუნა შაფათავამ საყვარლიშვილთან დაკავშირებით სკანდალური პოსტი გააკეთა, სადაც მას თაღლითი უწოდა.

ცისნამი საყვარლიშვილმა, როგორც თავად აცხადებს, სცენაზე საქართველოს დროშა გაიტანა, ამ დრომდე არსად ვრცელდება კონკურსის ამსახველი ვიდეორგოლი. უცნაურია, ასევე ის ფაქტიც, რომ საყვარლიშვილი კონკურსში მონაწილეობას, „მის ტურიზმი საქართველოს“ სახელით იღებდა, საქართველოში მსგავსი კონკურსი არ
ჩატარებულა. როგორც საყვარლიშვილმა სოციალურ ქსელში განმარტა, მან კონსულტაციები ტურიზმის დეპარტამენტთან და „იმიჯ ცენტრის“ ხელმზღვანელობასთან გაიარა, რადგან საქართველოში მსგავსი კონკურსი არ ტარდება, გადაწყვიტა, რომ „მის ტურიზმი საქართველო 2017“ სწორედ ის არის.

რამდენიმე საათის წინ, ცისნამი საყვარლიშვილს ტიტული ჩამოართვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონკურსის ორგანიზატორმა დაწერა, მისი განმარტებით ცისნამი საყვარლიშვილს ტიტული შეუსაბამო საქციელის გამო ჩამოერთვა და გვირგვინი სვეტლანა კრამერს გადაეცა. 

Rating

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში საყვარლიშვილიც გამოეხმაურა: I got fired by Marcie და გილოცავთ შაფათავასნაირებო, თქვენ გაიმარჯვეთ. იმდენი დასცინეთ, აგინეთ და გულის ამრევი სიტყვები დაწერეთ, ამ კონკურსზე, რომ თქვენს გამო და თქვენი უარყოფითი პოსტების გამო, მე დავისაჯე. კიდევ ერთი ბოროტება გამიკეთეთ, როგორც მაშინ როცა იტალიურ ტელევიზიაში რეკავდით და ჩემზე ეუბნებოდით უსაბუთოს ნუ ამუშავებო.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
Sxvam moigo
Amas ar Augia mtavari prize, arabma aigo, NY cxovrobs. Cisnamis qvelmoqmedis tituli misces, chamoartves mere
20:17 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ინვუდ
Iსიც უცნაურია რომ სიმართლე არ მოიძIეთ. რა უნდოდა ამას. მთავარი პრიზი სხვამ აიღო, ლიბანელი წარმოშOბის ამერიკელმა. ყველას Mისცეს პრიზი, ქართველს მისს ქველმოქმედი
18:36 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ა ნა
შენ არავინ გასწავლა ნაკლები იტინგიცეო? შენთვის უფრო მომგებიანი იყო უფრო დახვეწილობა ნაკები აგრესია შენს თავს დააბრალე
17:21 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
tamari
Rogorc chans konkursis parametrebs sheesabameboda, ise rogor miscemdnen amerikashi tituls?
16:15 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ეს ქალი! ვაი თუ უი
სილამაზის პარამეტრების იგნორირება, სიმაზის შეხედულებების გაუფასურება, საერთოდ სიტყვა სილამაზის დაკნინება. აი ეს ქალი რააა. ყველა ქალი ტავსებურად სასიამოვნოა მაგარამ ამ ქალზე თქვა ლამაზიაოოოო ეს უბრალოდ აბსურდია,
11:39 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS