30 ოქტომბერი, 2017
"ამ თაღლითებზეც გააკეთეთ კომენტარი” - იუნა შაფათავა ცისნამი საყვარლიშვილს ტყუილში ამხელს
ქართველი ემიგრანტის ცისნამი საყვარლიშვილის გამარჯვებას იუნა შაფათავა სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ საყვარლიშვილმა იცრუა.

"ეს ადამიანი ცრუობს. ცრუობს პორტალიც. ყველა პორტალი, რომელიც გაავრცელებს ყალბ ინფორმაციას, არღვევს ჟურნალისტიკის პრინციპებს. რადგან მეც ამ ქვეყანაში ვარ, არ დავუშვებ ასეთი სიყალბით ხალხის დაბოლებას. უკვე არაერთხელ ითქვა ჩემს და სხვა ქართველების მიერ ამერიკაში,რომ ეს ადამიანი (?!) არის თაღლითი, აფერისტი, ქურდბაცაცა, ყალბი ინფორმაციის და ნეგატივის გამავრცელებელი. არც “ჟურნალისტია” და არანაირი “წარმატება” მას ზურგს არ უმაგრებს, გიჟობის გარდა. მე გავჩუმდებოდი, რომ
არა ეს კოლოსალური ტყუილი “ბროდვეის სცენაზე ქართული დროშის გაშლაზე”. ეს ტყუილი ზიანს აყენებს როგორც ქართულ არტისტებს, როგორც ჟურნალისტიკის სიმართლის, ობიექტურობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპებს, ასევე ქართველების ყალბად “წარმოჩენას” საეჭვო კატეგორიის ადამიანების ფასიან შეკრებაზე. ასეთი 10 კაციანი “კონკურსები” აქ დღეში 1000 ჯერ ტარდება და”ბროდვეი”არის ქუჩა, უამრავი ფართით. არც ერთი ბროდვეის თეატრის სცენა არ ქირავდება თაღლითებზე. უფრო მეტიც, კასტინგებიც კი ბროდვეის სპექტაკლში მოსახვედრად, უმეტესწილად სხვა სტუდიებში ტარდება, არათუ ეს შრეკების ჯოგი - სურათს კომენტარში დავურთავ- გაუშვან იბოგინონ ცრუ ინფორმაციით. ვთხოვე გოგას, ნუ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რაზეც ვღებულობ ჩემი “დონის” შეუფერებლობის მითითებებს. და იმ თაღლითის კვლავ, უზრო ყალბ კომენტარებს.


კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ: ეს ადამინი ცრუობს, არანაირ “წარმატებულ” საქმიანობას არ ეწევა, აფიშირებას უწევს ყალბ დიპლომს, არ გააჩნია ელემენტარული განათლება, არ იცის ინგლისური ენა, გამართულ სალაპარაკო დონეზეც კი.

ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია მსგავსი თაღლითების მიერ წესიერ მომუშავე ქართველებზე ამერიკაში ჩრდილის მიყენების და დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. ეს არის ოფიციალური განცხადება, შემდეგში ამ ქალბატონის ყალბი ინფორმაცია გადაამოწმეთ მსგავსი “შეკრებების” არ არსებულ ვებგვერდებზე. მის ტურიზმები, ბავშვიან-კაციანად “ბროდვეის” “სცენაზე”. მის “ქველმოქმედება” მისტერ “წლის მოდელის” და მისტერ “წლის ტურიზმის” და პატარა ბავშვები “მისტერ და მის ტურიზები”.

ხვდებით სიყალბის დონეს? ათკაციანი შეკრება ფასიანი “სერტიფიკატი”, გიჟების ორი მხარდამჭერი, ერთკაციანი (“კონკურსის დამფუძნებლის”) ჟიური, მოტყუებული დიზაინერი უფასო კაბის გამოძალვის მიზნით და სპონსორი დიანა “ბაგრატიონი”.


ბაგრატიონების ოჯახის სიწმინდის დამცველებთან და საერთოდ თავადაზნაურთა საბჭოსთანაც მაქვს შეკითხვა: ულამაზეს უცნობილეს უწარმატებულეს, მარტოხელა დედას, ქალს, ბეგაშვილს რომ უსაფუძვლოდ და შეურაცხმყოფელად ჭამდით, დავით ბაგრატიონის დასაცავად, და არავინ გაბედა თქვენს წინააღმდეგ ლამაზი ქალის დასაცავად ხმის ამოღება, ამ თაღლითებზე გააკეთეთ კომენტარი, აჯობებს თქვენი “ღირსების” დასაცავად, კერძოდ ბატონ კოპაძეს ვთხოვ ამ ოდიოზურ თაღლითებზე ორიოდე სიტყვით კომენტარს ან თუნდ შორიდან, ყურადღების მიქცევას, ლამაზ ქალებზე ჯენტლმენი თავადისთვის შეუფერებელი შეურაცხყოფის დარიგების მაგიერ. დიდი ხანია მინდოდა ამის თქმა და მომცა კიდევ ერთმა “არისტოკრატმა” თაღლითების მფარველმა ამის შესაძლებლობა.

გაუფრთხლდით ქართულ იმიჯს, როცა რეალურად ვიღაც ცდილობს გამიზნულად ზიანი მიაყენოს მას," - წერს იუნა შაფათავა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გიორგი
შური და მტრობა ხომ არ გალაპარაკებს, ბიძია?! რაში მდგომარეობს იმ გოგოს თაღლითობა, სიცრუე და სხვა? შენ თვითონ რამ დაგბოღმა ასე? შენ წაგართვა ალბათ ეს ,,ტიტული" თავისი სილამაზით?!
18:30 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
მერიკა
იუნა შაფათავა ვიმემ რო დააკმაყოფილოს და დააშოსმინოს არა?? ვინ არის ეს დედაკაცი საერთოდ?
14:02 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
როგორ შეიძლება ეს ქალი იყოს გამარჯვებული
რას გავს რას გავს. ვინ აარჩია
11:10 / 31-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS