"სურვილი გამიჩნდა გამოცდილება გავუზიარო მათ, ვინც ჩემსავით ინსულტის გამო, ან რაიმე სხვა მიზეზით გადაიტანა ტრეპანაციის ოპერაცია და მისი შემდგომი მედიკამენტოზური კომა.
ჩემი აზრით ოპერაციის შემდგომ ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის განსაკუთრებით რთული პერიოდი დგება მას შემდეგ, რაც თვეები გადის და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერაც არ ჩანს.
თუ თქვენ უკვე თავად
პირადად ჩემთვის ამის მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ ოპერაციიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ გახდა. მანამდე კი იყო დროსა და სივრცეში დეზორიენტაციისა, ანუ დაბნეულობის ეტაპი, როდესაც ისიც კი არ ვიცოდი ისევ შევძლებდი ძველებურად აზროვნებას, საუბარს თუ არა.
მედიკამენტოზური კომიდან (რომელიც ყველაზე მეტად რეალობაში არეულ უწყვეტ შფოთიან სიზმარს გავს) გამოსვლის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე ძნელი გადასატანი ის პერიოდი იყო, როდესაც ოპერაციიდან უკვე სამ თვეზე მეტი გავიდა და მე კი ცვლილებს ვერ ვატყობდი ჩემს მდგომარეობას: ჯერ ისევ მიჭირდა ყურადღების კონცენტრირება, ნაბეჭდი ტექსტის წაკითხვა, სტუმრად მოსული ადამიანების საუბრის გაგება და მათთვის საკუთარი აზრის გაზიარება.
მაშინ, ჩემი ერთადერთი გასართობი საყვარელი მუსიკის მოსმენა გახდა. ერთზე მეტ ადამიანთან ერთდროული ურთიერთობა კი სასტიკად მღლიდა და მაწამებდა. ის იყო იმედი უნდა გადამწურვოდა, რომ ჩემმა ვაჟმა, ვიღაც ამერიკელი ბლოგერის ტექსტი წამიკითხა, რომელიც ტრეპანაციის შემდგომ პერიოდში საკუთარ მდგომარეობას აღწერდა, მის მიერ აღწერილი ისე ემთხვეოდა ჩემს ამბავს, რომ გავოცდი. იგი იმ იმედსაც აძლევდა მკითხველს, რომ მისი მდგომარეობა ოპერაციიდან ექვსი თვის თავზე რადიკალურად გაუმჯობესდებოდა.
მეც დავუჯერე მას და ახლა უკვე საკუთარ მაგალითზე მინდა თქვენც გაუწყოთ. დიახაც, თქვენი მდგომარეობაც, ისევე როგორც ჩემი და იმ ამერიკელი ბლოგერისა ექვსი თვის თავზე საგრძნობლად გაუმჯობესდება. თქვენ უკვე შეძლებთ სხვა ადამიანებდან თავისუფლად კონტაქტს და ინტერნეტით სარგებლობას.
ნუ შეგეშინდებათ სრულ რეაბილიტაციამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი მაგრამ მერწმუნეთ, იმ დროისათვის როცა ეტლით სარგებლობასა და სრულყოფილ ვერბალური კონტაქტს, ანუ გამართულ საუბარს შეძლებთ პრობლემის დიდი ნაწილი უკვე დაძლეული გაქვთ.
მეგობრებო, გთხოვთ, ჩაერთოთ საუბარში და ვისაც ამის ამის გამოცდილება გაქვთ თქვენც გამიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, ეს ძალიან მჭირდება, მეც და ვფიქრობ მათაც, ვინც ახლა იწყებს ბრძოლას ცერენტრალური ნერვული სისტემის ტრავმით გამოწვეულ პრობლემებთან, წარმატებას გისურვებთ ყველას ჯანმრთელობის ს აღდგენასა და ნებისმიერ კეთილ წამოწყებაში!!!!!!!!!!!!. ძალა ერთობაში და შეუპოვრობაშია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! . (გაგრძელება იქნება)" - წერს ელიაშვილი.