17 ოქტომბერი, 2017
" ვიცი ღმერთი ჩემს გვერდით არის" - გიო ხუციშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს
მომღერალ გიო ხუციშვილის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დგას. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხშირად უწევს მკურნალობის კურსის ისრაელის კლინიკაში ჩატარება. როგორ ებრძვის დაავადებას მომღერალი, ამის შესახებ ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა:

"არასდროს არაფერი მაწუხებდა, ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულისძესტან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. მე არაფერი მითხრეს, მაიკოს და ჩემს მეგობრებს გაუმხილეს ჩემი ავადმყოფობის შესახებ. კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. შემდეგ წავედით თურქეთში და იმ დღიდან
ომში ვარ "- ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

გიო ხუციშვილის თქმით, თავდაპირველად დაავადების შესახებ როცა გაიგო ეს დიდი დარტყმა იყო. თუმცა ამის მიუხედავად აქტიურად ატარებდა კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში.

"არ ვიცი ეს დაავადება სასჯელია თუ გამოცდა ჩემთვის. მთავარია ვიცი ღმერთი ჩემს გვერდით არის და მარტო არ ვარ. პირველად როცა მარტო დავრჩი თურქეთში პალატაში, სიმარტოვეში მივხვდი რომ მარტო არ ვარ და ვთქვი, ღმერთო გადამარჩინე-მეთქი. უკვე ოთხჯერ ვიყავი ისრაელში, ექვს კვირაში ერთხელ უნდა ვიარო. ზუსტად ვიცი წინ ბევრი ბედნიერი წამი და წუთი მელის". 

"თბილისელები"


ნონა დათეშიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ჟორა გაბრიჭიძე ტელ. 551-333-155.
გიორგი, თანამედროვე მედიცინა კიბოს ვერ კურნავს კი არა არ კურნავს. იყო ავსტრიელი ექიმი რუდოლფ ბროისი, რომელმაც 42 წლიანი პრაქტიკით 45 ათასი ავადმყოფი განკურნა. ოფიციალურმა მედიცინამ კი მაინც არ აღიარა, გასაგებია რატომ. მე კი 5 ასეთი დაავადებულის განკურნების მოწმე ვარ ყაზახეთში მუშაობის დროს. მკურნალობა ძალიან იაფი და ეფექტურია, დამირეკე სად მოვიდე და გასწავლი ამ მეთოდს, განკურნებულმა 3 სიმღერა მიმღერე გასამრჯელოდ.
11:05 / 03-06-2018
გამოხმაურება / 0 /
თამულა
აუცილებლად გაიმარჯვებთ
13:31 / 18-04-2018
გამოხმაურება / 0 /
1234
ღმერთმა კარად გამყოფოთ, ჯანმრთელობა და დიდზანს სიცოცხლე მოგცეთ! აუცილებლად კარგად იქნებით, აუცილებლად!
20:26 / 18-10-2017
გამოხმაურება / 0 /
თამაზ თევდორაძე
მალე გამოჯანმრთელება და სიმღერა!
23:06 / 17-10-2017
გამოხმაურება / 0 /
გიო
გამოცდა არა მგონია. სასჯელს ვფიქრობ მე
13:20 / 17-10-2017
გამოხმაურება / 1 /
გოგა
რატო სასჯელი
17:29 / 24-05-2018
TOPS