07 აგვისტო, 2017
"რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს "იმედის" მუსიკალური პროექტის ყოფილი პროდიუსერი გააკეთებს
სატელევიზიო ბრძოლა "რუსთავი 2"-ს და "იმედს" შორის გრძელდება. თუმცა, ამჯერად არა რეიტინგებით, არამედ თანამშრომლებით. გაზაფხულის სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის მეგაპროექტების ხელმძღვანელებმა გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ "იმედზე" გადაინაცვლეს და რეიტინგული შოუ "ნიჭიერი" ახალი სეზონიდან უკვე "იმედის" ეთერში გავა.

ამასთან, როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, "იმედზე" გადავა ცნობილი გადაცემა "ექიმებიც". ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხაბურზანია და ჯაფარიძე ახალ პროექტს, "Rising Star"-ს დაიწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რაც
შეეხება მეგა-შოუების პროდიუსერების შემცვლელს "რუსთავი 2"-ზე - ხაბურზანიას და ჯაფარიძეს დავით იმედაშვილი შეცვლის, რომელიც რამდენიმე ფილმის რეჟისორია და სატელევიზიო პროექტებიც აქვს განხორციელებული, მათ შორის "იმედზე" "ახალი ხმა".


იხილეთ ვრცლად:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS