29 ივნისი, 2017
დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია "იმედზე" გადავიდნენ
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "რუსთავი 2" გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ დატოვა. დემნა და გიორგი არხზე მასშტაბურ პროექტებს წლების მანძილზე აკეთებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ფინანსური კრიზისის გამო, ახლა "იმედზე" მოუწევთ გადასვლა.

არხის თანამშრომლებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. ინფორმაციის გადამოწმება "რეიტინგმა" პროდუსერებთან სცადა, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

აღსანიშნავია, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაცია პირველად სწორედ მათ მიერ შექმნილ ორ გადაცემას "იღბლიანი ბორბალი" და "ეკივოკი" შეექმნა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენების გამო, ბოლო
დროს არხი არაერთმა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამუშაოდ "იმედზე" გადავიდნენ.

პირველად "რუსთავი 2"-დან "იმედზე" კოტე ბათმანიდი გადავიდა, რომელიც სარეკლამო სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ.
კოტე ბათმანიდმა "რეიტინგთან" საუბარში ჯაფარიძის და ხაბურზანიას "იმედზე" გადასვლა არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
იღბლიან ბორბალს და ჩემი ცოლის დაქალებს ვუყურებდი მარტო და მალე საერთოდ აღარც გადავრთავ.კომედი არხი ხომ გაბანძდა თავისი ვითომ პოლიტიკით. ვერც აკეთებენ ნორმალურადდა იმასხარავებენ თავს. ეს ვანიჩკა კი იფხრიწება ვითომ სასაცილოზე, ფულებს კი იღებენ და რაში ენაღვლებათ. იდიოტების პარადია ამათი შოუები
01:31 / 01-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS