01 აგვისტო, 2017
ირაკლი და მაქსიმე ჩარკვიანების უცნობი ფოტო - მივხვდი მე ნამდვილი მეგობარი დავკარგე
ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი, მაქსიმე ჩარკვიანი სოციალურ ქსელში, მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"18 years ago #dad"-წერს მაქსიმე ჩარკვიანი. რეალური ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ხარ, წერენ მას კომენტარებში.
მაქსიმე ირაკლი ჩარკვიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

როგორც მუსიკოსი ვაჟი იხსენებს, მისი მშობლების დაშორება უმტკივნეულოდ გადაიტანა. "7 წლის ვიყავი, როცა დედასთან ერთად მოსკოვში წავედი საცხოვრებლად. ვერც მივხვდი რა მოხდა, არაფერი განმიცდია მტკივნეულად, მთელი ოჯახის ძალისხმევით მშვიდად და წყნარად მოხდა ყველაფერი, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ."-ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მაქსიმე.
ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი
რეჟისორობით არის დაკავებული.

მუსიკოსი 2006 წელს გარდაიცვალა. "მოულოდნელი იყო ჩემთვის მამას გარდაცვალება. მახსოვს, სამსახურიდან დავბრუნდი, დედამ სამზარეულოში გამიყვანა და მითხრა, მამა დაიღუპაო. შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც სიზმარში: ტაქსი, აეროპორტი, თვითმფრინავი, თბილისი, დაკრძალვა, ტაქსი, აეროპორტი და მოსკოვი... 6 თვის შემდეგ მივხვდი რეალურად, რა მოხდა. მივხვდი, რომ მე ნამდვილი მეგობარი დავკარგე"-იხსენებს მაქსიმე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS