18 ივლისი, 2017
სალომე კორკოტაშვილის კომენტარი მამის გარშემო აგორებულ სკანდალზე
გია კორკოტაშვილის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. გუშინ ფაქტს სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილი, მუსიკოსი სალომე კორკოტაშვილიც გამოეხმაურა. აღმოჩნდა, რომ თათია დოლიძის მიმართ, მუქარის გამო, კორკოტაშვილის ქალიშვილს ემუქრებიან და აგინებენ.

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კორკოტაშვილმა დაწერა რომ მამამისს "ფეისბუქი" გაუტეხეს.

"რეიტინგი" მუსიკოსს დაუკავშირდა:

- სალომე, სოციალურ ქსელში ვრცელდება სქრინი, სადაც თქვენ წერთ რომ მამათქვენს ფეისბუქი გაუტეხეს...

- რატომ მირეკავთ საერთოდ? გამოვრთავ ტელეფონს
და არ დაველაპარაკები არავის. აღარ შემიძლია, ამდენი გინება და ლანძღვა, ამიტომ დავდივარ ქუჩაში და გაოცებული ვარ. არაფერი არ დამიწერია საერთოდ. წარმატებებს გისურვებთ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ, საკუთარი "ფეისბუქი" გააუქმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS