მომღერალი სალომე კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მამამისის, "ქართველთა მარშის" ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის და თათია დოლიძის დაპირისპირებას ეხმაურება.
"არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით! მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. ჩემი მთავარი მოტივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში. ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს,