12 თებერვალი, 2017
როდის დაბრუნდება ეთერში „ხელოვნური სუნთქვა“ - „ხომ ვამბობდი, ცხოვრება მოულოდნელობებით არის-მეთქი სავსე“
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ დაიხურა. სერიალის შემქმნელები ამბობდნენ, რომ 
სერიალს ფინანსური კრიზისი ჰქონდა, მათი თქმით ეს ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალი ეთერს ძალიან მალე, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე დაუბრუნდება.

ცნობილი გახდა, რომ მომდევნო სეზონს სამშენებლო კომპანია „სვეტი“ აფინანსებს.

სოციალურ ქსელში სერიალის დაბრუნებას სიხარულით შეხვდნენ.  

სერიალში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი - ეკა დემეტრაძე ფეისბუქზე წერს - „ხომ ვამბობდი, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე- მეთქი... ასეა
ეს ...“

ასევე იხილეთ: 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS