"პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე „პოსტსკრიპტუმის“ ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, „რუსთავი 2“-ის არხზე, კვირას, საღამოს 9:00 საათზე „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში ვხვდებით.
ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგხვდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, ვერც კი ვანსხვავებ მათ ერთმანეთისაგან, მათ ვინც დიდი თმენითა და სიყვარულით გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენ ხართ - „პოსტსკრიპტუმის“ მაყურებელი!
თქვენი ერთგულებისა და ყურადღების გარეშე „პოსტსკრიპტუმის“ ისტორია ვერ შედგებოდა. ამისათვის კი უღრმესი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს მეგობრობა გაგრძელდება რადგანაც ამ გადაცემაზე ნიჭიერი და თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები მუშაობენ. ჩემს ადგილს კი ამ სტუდიაში გიორგი გაბუნია დაიკავებს, იმედია, კიდევ შევხვდებით ოღონდ სხვა ამპლუაში''.