18 დეკემბერი, 2016
კიკალა მაყურებელს დაემშვიდობა - „საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ“
დათო კიკალიშვილი  „რუსთავი 2“-ის მაყურებელს დაემშვიდობა. მან „პ.ს“  ბოლოჯერ წაიყვანა. გადაცემის ბოლოს კი მაყურებელს შემდეგი სიტყვებით დაგვემშიდობა.    

"პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე „პოსტსკრიპტუმის“ ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, „რუსთავი 2“-ის არხზე, კვირას, საღამოს 9:00 საათზე „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში ვხვდებით.

ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგხვდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს
ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ 20 წლიან მეგობრობაში.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, ვერც კი ვანსხვავებ მათ ერთმანეთისაგან, მათ ვინც დიდი თმენითა და სიყვარულით გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენ ხართ - „პოსტსკრიპტუმის“ მაყურებელი!

თქვენი ერთგულებისა და ყურადღების გარეშე „პოსტსკრიპტუმის“ ისტორია ვერ შედგებოდა. ამისათვის კი უღრმესი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს მეგობრობა გაგრძელდება რადგანაც ამ გადაცემაზე ნიჭიერი და თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები მუშაობენ. ჩემს ადგილს კი ამ სტუდიაში გიორგი გაბუნია დაიკავებს, იმედია, კიდევ შევხვდებით ოღონდ სხვა ამპლუაში''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნანა
ძალიან მეწყინა, ყველაზე სრულყოფილი და სასიამოვნო გადაცემა ასე იოლად არ უნდა დაგეთმოთ. უფრო მეტ წარმატებებს გისურვებთ მომავალში.
20:12 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მესტია
გაუჭრდება "პოსტსკრიპტუმს" უნიჭიერესი და უჭკვიანესი არის დავით კიკალიშვილი ვწუხვართ რომ წავიდა რუსთავი 2–დან
15:10 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
სვანეთი
უსაყვარლესი ადამიანი ბრძანდებით ბატონო დავით მართლა გვეწყინა თქვენი წასვლა ამ გადაცემიდან წარმოდგენა არ გვაქვს ასე კარგად ვინ წაიყვანს ამ გადაცემას
14:57 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
***
კაი კაცო :))
09:59 / 20-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Mawaka
gza mshvidobisa
08:16 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
წარმატებები დავითს
01:36 / 19-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS