30 ნოემბერი, 2016
საფუარი - როგორ გავრეცხოთ მაღაზიაში ნაყიდი იმპორტული ვაშლები?
მაღაზიის დახლებზე იმპორტული ხილი, განსაკუთრებით ვაშლები, ისე პრიალებს, რომ ეჭვიც კი შეგეპარებათ ნამდვილია თუ არა.

ტრანსპორტირების დროს ხილი რომ არ გაფუჭდეს, მას ხშირად ცვილით ამუშავებენ. ამიტომაც, სანამ ასეთ ვაშლს მიირთმევთ სჯობს ცვილი გააცალოთ.

ამის გაკეთება ძალიან მარტივია. ვაშლები ამოსვარეთ ფხვიერ საფუარში, დაასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი, ხელით სათითაოდ ააქაფეთ და შემდეგ ონკანის ქვეშ გარეცხეთ.

ამ პროცედურის შემდეგ აღარ გექნებათ შეგრძნება, რომ პლასტმასის ვაშლს ჭამთ.

სოფიო ბულაური 
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლევანი
ფხვიერი საფუარი რა არის? თუ შეგიძლიათ, რომ დააკონკრეტოთ. მადლობა ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის.
14:42 / 01-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS