29 ნოემბერი, 2016
იაპონელი ქალების საიდუმლო - გაახალგაზრდავდით ათი წლით
შემოგთავაზებთ იაპონელი ქალბატონების საიდუმლოს, რომელიც დიდი ხნით შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას და რაც მთავარია, დაგიბრუნებთ კიდეც ახალგაზრდულ სილამაზეს.

ამ საიდუმლოს მთავარი კომპონენტი ბრინჯია, რომელსაც ბევრი უპირატესობა აქვს იმისათვის, რომ სახის კანს ახალგაზრდობა შეუნარჩუნოს.

ბრინჯში შემავალი ნივთიერებები ასწორებს სწორ ნაოჭებს, ათანაბრებს სახის კანის ფერს, აღადგენს დაზიანებულ კანს.
ასე რომ, გამოიყენეთ ეს რეცეპტი რეგულარულად და ათი წლით გაახალგაზრდავდებით.
გარდა ამისა, შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად მიირთვათ ბრინჯი, მასში შემავალი ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს გულის მუშაობას.

ინგრედიენტები:
3 სადილის
კოვზი ბრინჯი.
1 სადილის კოვზი რძე.
1 სადილის კოვზი თაფლი.
1 ჭიქა წყალი.

მომზადების წესი:
ბრინჯს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღებიდან 2-3 წუთის შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ. გადანაწური წყალი არ გადაღვაროთ. ბრინჯს დაუმატეთ რძე და თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე 10-15 წუთით, ვიდრე კარგად არ გაშრება და შემდეგ ბრინჯის ნახარშით ჩამოიბანეთ.

ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ.
ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ანთებით პროცესს და აშორებს პიგმენტურ ლაქებს. მისი გამოყენებით დიდი ხნით შეინარჩუნებთ ჯანმრთელ და სუფთა კანს.

სოფიო ბულაური 
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მასაკა
2-3 წუთში ბრინჯი არ იხარშება.გამოდის უმი ბრინჯი უნდა დაიდო სახეზე.რომელიც ნაოჭებს ვერ გაასწორებს.
15:40 / 01-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS