24 ნოემბერი, 2016
უკვდავების მცენარე - რა შეუძლია ალოე ვერას
ალოე ვერას გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინო.

ბერძნები, ეგვიპტელები, რომაელები მას უკვდავების მცენარეს უწოდებდნენ. საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მას დღესაც აქტიურად იყენებენ ლათინურ ამერიკაში, კარიბის აუზის ქვეყნებსა და სამხრეთ აფრიკაში.

რით არის სასარგებლო
ალოე ვერა ხსნის ციებ-ცხელების, ასთმის, წყლულოვანი კოლიტისა და ოსტეოართრიტის სიმპტომებს.
ასევე, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სწორედ ამიტომ მას იყენებენ ჭრილობის, დამწვრობისა და ინფექციების სამკურნალოდ.

ალოე ვერა აქვეითებს სისხლში შაქრის დონის შემცველობას, ასევე, ქოლესტერინს. მკურნალობს
ფსორიაზს, წყლულს, გაუვალობას. დიდი დახმარების გაწევა შეუძლია კბილების პრობლემების, ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და კიბოს დაავადებების შემთხვევაშიც კი. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ინგრედიენტები:
ალოე ვერა.
ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
ხელები კარგად დაიბანეთ, მოწყვიტეთ რამდენიმე მწიფე წვნიანი ალოე ვერას ფოთოლი - სასურველია მცენარის ქვედა ნაწილში განლაგებული. გარეცხეთ და გააშრეთ. მოათავსეთ ხორცის საჭრელ სუფთა დაფაზე და ჩამოაჭერით კიდეები.

ბასრი დანით შეეცადეთ ფრთხილად ააცალოთ გარეთა გარსი. დაჭერით რბილობი და მოათავსეთ მინის ქილაში, მოასხით ცოტაოდენი ახალგამოწურული ლიმონის წვენი, ეს გაზრდის მის ვარგისისნობის ვადას.

თუ გსურთ ერთგვაროვანი ტექსტურის გელი მიიღოთ, შეგიძლიათ სამზარეულოს კომბაინის მეშვეობით დააქუცმაცოთ.
ალოეს გელი შეინახეთ მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში.

გამოყენების წესი:
მიიღეთ 30 მილილიტრი გელი 3-ჯერ დღეში.
გარეგანი გამოყენების შემთხვევაში კი ნაზად შეიზილეთ დაზიანებულ მონაკვეთზე.

სოფიო ბულაური
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS