ოხრახუში შველის კანის სიწითლესა და გაღიზიანებას, ათეთრებს კანს და უბრუნებს მას ჯანმრთელ იერს.
ოხრახუში დაგეხმარებათ მუწუკებისა და ფერიმჭამელების მოშორებაში.
შემოგთავაზებთ ოხრახუშის ნატურალური ლოსიონის რეცეპტს, რომლის გამოყენება ყოველდღე შეგიძლიათ.
ინგრედიენტები:
2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუშის ფოთლები.
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი.
200 მილილიტრი წყალი.
მომზადების წესი:
მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, ჩაყარეთ მასში წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ
მიღებული ნაზავი ჩაასხით მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
ოხრახუშის ლოსიონით გაიწმინდეთ სახე ყოველ დილით და საღამოს.
ლოსიონი ავიწროებს ფორებს, ასუფთავებს და ათეთრებს კანს.
გამოიყენეთ ერთი თვის განმავლობაში და საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ.
სოფიო ბულაური
წყარო