18 ნოემბერი, 2016
ოხრახუში - დაიბრუნეთ სახის ჯანმრთელი ფერი და მიშორეთ ფერიმჭამელები
ოხრახუში ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. კოსმეტიკაში აქტიურად იყენებენ ოხრახუშის მათეთრებელ და რეგენერაციის უნარს.

ოხრახუში შველის კანის სიწითლესა და გაღიზიანებას, ათეთრებს კანს და უბრუნებს მას ჯანმრთელ იერს.
ოხრახუში დაგეხმარებათ მუწუკებისა და ფერიმჭამელების მოშორებაში.

შემოგთავაზებთ ოხრახუშის ნატურალური ლოსიონის რეცეპტს, რომლის გამოყენება ყოველდღე შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:
2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუშის ფოთლები.
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი.
200 მილილიტრი წყალი.

მომზადების წესი:
მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, ჩაყარეთ მასში წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ
გადმოდგით და გააგრილეთ. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი.
მიღებული ნაზავი ჩაასხით მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:
ოხრახუშის ლოსიონით გაიწმინდეთ სახე ყოველ დილით და საღამოს.
ლოსიონი ავიწროებს ფორებს, ასუფთავებს და ათეთრებს კანს.
გამოიყენეთ ერთი თვის განმავლობაში და საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ.

სოფიო ბულაური 

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაგდა
ჩამობანას საჭიროებს?
23:52 / 16-03-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS