შემოგთავაზებთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც გაგიადვილებთ ალკოჰოლიზმთან ბრძოლას.
ბალახების ნაკრები ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ინგრედიენტები:
4 ჩაის კოვზი ბეგქონდარა.
1 ჩაის კოვზი ასისთავა.
1 ჩაის კოვზი აბზინდა.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი საათის განმავლობაში. შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ 1-2 სადილის კოვზი ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.
მკურნალობის
ცისკარას ფესვის ნაყენი
ინგრედიენტები:
ცისკარას ფესვი.
რამდენიმე დაფნის ფოთოლი.
250 მილილიტრი არაყი.
მომზადების წესი:
ცისკარას ფესვი რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთლები და დაასხით არაყი. გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ ნაყენი დალიეთ, როცა ალკოჰოლის მიღება მოგინდებათ, ოღონდ გაცილებით ნაკლები რაოდენობით: მთელი პორცია, ანუ ერთი ჭიქა, უნდა გაანაწილოთ ერთ კვირაზე.
2-3 კვირის მკურნალობის შემდეგ აუცილებლად მიიღებთ დადებით შედეგს.
სოფიო ბულაური
წყარო